გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

ერთად ვიზრუნოთ მარნეულელი ქალების ჯანმრთელობაზე

1/1

კამპანიის შინაარსი

სოფლად მცხოვრები ქალები, მათი გაწეული შრომიდან და რთული სოციალური გარემოდან გამომდინარე, ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგანან. ადგილობრივ დონეზე მათთვის ექიმი არაა ხელმისაწვდომი, სოფლებში ამბულატორიები გაუქმებელია.     ენობრივი ბარიერი, ტრანსპორტის არ ქონა და მაღალი ფასი მომსახურების სერვისებზე ქალებისთვის ქმნის ახალ ბარიერებს. კლიმატიური ცვლილება და რიგი დავადებები მათ ჯანმრთელობაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება.სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ რომ „ქალები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით, არ არიან ჩართულნი დაავადებათა ადრეული გამოვლენის სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში (გარდა C ჰეპატიტის სკრინინგისა). განსაკუთრებით, პრობლემურია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კვლევების მიუწვდომლობა“.არაერთხელ გაიგზავნა მარნეულის მერიაში საიბიუჯეტო ინციატივა ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ, მაგრამ არ გათვალისწინებულა. პანდემიამდე მარნეულის მუნიპალიტეტის რამდენიმე სოფელში ქალებისთვის ჩატარებულია ექოსკოპია, რაც მათთვის დიდი სიკეთე იყო.პროექტის და იდეიის მიზანია დავეხმაროთ ქალებს, მათ მივაწოდოთ ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანრმთელობის შესახებ, ხელმისაწვდომი გავხადოთ სავალდებული ტესტის ჩაბარებას და ცნობირება ავამაღლოთ ქალებისთვის არსებული რესურსების შესახებ. ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამაში ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობა გავხადოთ პრიორიტეტული პროგრამაში ჩართული ქალების მეშვეობით.ეს პროგრამა განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში. ამ პროგრამის ფარგლებში სოფლად მცხოვრები ქალებისთვის პაპ ტესტის ჩაბარება და გინეკოლოგური კონსულტაცია იქნება უზრუნველყოფილი. შესაბამის მომსახურებას ისინი მიიღებენ თბილისში სახელმწიფო სკრინინგ ცენტრში და ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათი ტრანსპორტირების ორგანიზებას. მარნეულში სოფლად მცხოვრები ქალების 90% პაპ ტესტსა და სკრინინგ ცენტრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.პაპ ტესტი მარტივი და ეფექტური ტესტია, რომელიც გამოავლენს კიბოსწინა სტადიაზე არსებულ ცვლილებებს. მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევის შედეგად ეს გადახრები შეიძლება მთლიანად აღმოიფხვრას.პაპ ტესტის შემდეგ ისინი გაიგებენ მათი ორგანიზმში რა ხდება და რთული და საშუალო მდგომრეობის შემთხვევაში მათ შეუძლიათ დაიწყონ დაუყობლივ მკურნალობას ან გათვალისწინონ ექიმის რჩევებს. ეს რეგიონში ქალების ჯანმრთელობაზე ზრუნვის ცნობირების ამაღლებაში და სხვა ქალებსაც ინფორმაციის მიწოდება დაეხმარება.პროგრამას ეყოლება 1000-ზე მეტი ბენეფიციარი და განხორციელდება 6 თვის განმავლობაში.