გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

გახდი ჩვენი თანატოლი  

1/3

კამპანიის შინაარსი

 

გიოცნებიათ ოდესმე „პუფში“ მოკალათებულს მოგესმინათ გაკვეთილი? ან საკუთარი გემოვნებით მოწყობილი ოთახი გქონოდათ?

 გაკვეთილი#1 ყველაფერი ,, სამოქალაქო განათლების“ გაკვეთილებით დაიწყო.ძიების პროცესში კითხვაზე  თუ როგორი  გაკვეთილია უფრო საინტერესო ბავშვებისთვის, მივიღე პასუხი: გაკვეთილი , რომელსაც თავად ქმნიან ! პროგრამით გათვალისწინებული პროექტის წერის შესწავლისას, სწორედ მათი სურვილების, ხედვების და სკოლაში არსებული პრობლემების გაანალიზებით მივედით ნამდვილი პროექტის იდეამდე. გაკვეთილი#2 ჰო, გაგვიმართლა იმაში , რომ სკოლის ადმინისტრაციისგან სრული მხარდაჭერა მივიღეთ. ესეც კიდევ ერთი გაკვეთილი: აღიარო პრობლემა და მისცე სხვებს შესაძლებლობა დაგეხმარონ.მიუხედავად იმისა , რომ ,,ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა“ კერძო სკოლაა და იმიჯიც უმნიშვნელოვანესია, არ ეშინია ხმამაღლა ისაუბროს სკოლაში არსებულ გამოწვევებზე,Covid-19 -ით გამოწვეულ ფინანსურ კრიზისზე  და საზოგადოებას სთხოვოს მხარდაჭერა. გაკვეთილი#3

რა არის ყველა ბავშვის სურვილი? საკუთარი ოთახი!

როგორი შეიძლება იყოს ეს ოთახი სკოლაში?

ოთახი, სადაც იქნება ხალისიანი და კომფორტული გარემო, აღჭურვილი წიგნებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. რომ წარმოიდგინოთ პატარა მედიათეკა, სადაც თანაბრად იქნება შესაძლებელი წაკითხულ წიგნებზე მსჯელობა, ფილმების ცქერა და განხილვა, საგამოფენო სივრცის მოწყობა, ინოვაციურ იდეებზე მუშაობა , თანატოლგანმანათლებლობას, მეგობრების თუ ცნობილი სტუმრების მოწვევა. სივრცე სადაც სასარგებლოდ დაისვენებენ თავისუფალ დროს და რაც მთავარია სივრცე, რომელიც თავად შექმნეს თქვენი მხარდაჭერით.

გუნდური მუშაობის და საზოგადოებრივი ჩართულობის მნიშვნელობას ამაზე უკეთ როგორ ისწავლიან?!

გაკვეთილი #4 პანდემიით გამოწვეული პრობლემები განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა სკოლაში, გაკვეთილზე. ჩემი დაკვირვებით ბავშვებს არ ყოფნით საგაკვეთილო პროცესი ურთიერთობისთვის, მთელი იმ სტრესის მოსახსნელად  რაც სახლში ჩაკეტვის აუცილებლობამ მოუტანა მათ. შეიძლება იფიქროთ, რომ არაფორმალური აქტივობებისთვის გაკვეთილების შემდეგ ნებისმიერი საკლასო ოთახი გამოდგება , მაგრამ  მე , როგორც მასწავლებელი და ყოფილი მოსწავლე გეტყვით, რომ ბავშვების სრული ნდობის მოსაპოვებლად, ფორმალური თუ არაფორმალური განათლებით დასაინტერესებლად , მათი მგრძნობიარე განწყობისთვის კომფორტის შესაქმნელად და ყველაზე მთავარი-  მათ გასაგებად, მოსასმენად არ არსებობს იმაზე იდეალური ადგილი ვიდრე ,, ბავშვების ოთახია“.

სივრცე, სადაც ყველა თანატოლია!

ბავშვები კი არ შემოვლენ გაკვეთილზე, ჩვენ შევალთ მათ ოთახში! რა თქმა უნდა ჯერ დავაკაკუნებთ :) 

გაკვეთილი #5 და მთავარი გაკვეთილი!- თქვენ ასწავლით ბავშვებს მხარდაჭერას , თანადგომას, ურთიერთდახმარებას! ასწავლით , რომ დიდობაში შესაძლებელია გახდე ბავშვების თანატოლი და მისცე სტიმული თავად   შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ !