გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

გახდი მებაღე კვადრატში

1/1

კამპანიის შინაარსი

მას შემდეგ, რაც ამერიკელი ინჟინერი, გამომგონებელი, ბიზნესმენი, ტელეწამყვანი და მწერალი - მელ ბართოლომეუ პენსიაზე გავიდა, მებაღეობას მიჰყო ხელი. დროთა განმავლობაში ხვდებოდა, რომ ის მეთოდები, რომლებსაც იყენებდნენ მებაღეები, არც ისე მოსახერხებელი და სარგებლისმომტანი იყო. როცა სხვა გამოცდილ მებაღეებს ეკითხებოდა, რატომ იყენებდნენ ამ ტექნიკებს, ისინი პასუხობდნენ - "რადგან ყოველთვის ასე ვაკეთებდით და ასე აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები." სწორედ ამიტომ, მან გამოიგონა ახალი მიდგომა - კვადრატული მებაღეობა – ეს არის სხვადასხვა სახეობის მცენარეების მცირე ფართობის კვადრატებში მოყვანა. ტრადიციული მეთოდისაგან განსხვავებით, მოითხოვს ნაკლებ რესურსს, დროსა და ენერგიას. "ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის" წევრებმა გადავწყვიტეთ, რომ ეს მეთოდი სკოლის ასაკიდანვე შევასწავლოთ ბავშვებს და დავეხმაროთ მათ, გახდნენ მებაღეები კვადრატში. რატომ გაგვიჩნდა სურვილი, საქართველოშიც გავხადოთ ეს მეთოდი პოპულარული? თანამედროვე ციფრულ სამყაროში, ქალაქში მცხოვრები ბავშვების ბუნებასთან ურთიერთობის სიმცირე და ტექნიკასთან მიჯაჭვულობა უარყოფითად აისახება მათ ფსიქო-ემოციურ ჯანმრთელობაზე. COVID-19-მა ეს პრობლემა კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა. პანდემიის პირობებში გაჩნდა დამოუკიდებლად, საკუთარი ხელით ბაღის გაშენების დიდი სურვილი და ინტერესი. ჩვენი გუნდის მიზანია, სკოლის ასაკიდანვე ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ მოიყვანონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი სახლის პირობებში. ვასწავლოთ, რომელია მეგობარი მცენარეები, რომელი მცენარეების დარგვა-დათესვა შეიძლება გვერდიგვერდ, როგორ მოუარონ და მიიღონ მოსავალი. გარდა ამისა, ბავშვობიდანვე შევაყვაროთ ბუნებასთან ურთიერთობა და გარემოზე ზრუნვა. კვადრატული მებაღეობა მათთვის იქცევა თავისუფალი დროის სასარგებლოდ და სასიამოვნოდ გამოყენების კარგ ალტერნატივად. რას ვგეგმავთ? პროექტის საწყისი ეტაპი ითვალისწინებს კვადრატული მებაღეობისთვის აუცილებელი ინვენტარით თბილისის ერთი სკოლის მომარაგებას. მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობით პრაქტიკული, სახალისო გაკვეთილების ჩატარებას. აქტიური მონაწილეების შთაბეჭდილებებს განვათავსებთ ჩვენს ბლოგზე და მათ გადავცემთ სერტიფიკატებს. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია! თქვენი ჩარიცხული 1 ლარიც კი, მოგვცემს სტიმულს, რომ ეს პროექტი გავხადოთ უფრო მდგრადი, ვესტუმროთ მეტ სკოლას და თქვენი მხარდაჭერით შევქმნათ მეტი ბაღი ქალაქში.
20

გაცემული კონტრიბუცია

ბროშურა კვადრატული მებაღეობის შესახებ (ელექტრონული ვერსია)

7 უნიკალური მხარდამჭერი