გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

ერთად შევქმნათ ახალი პერსპექტივები შშმ ბავშვებისთვის

Matchfunded by USAID 3,500 $

1/1

კამპანიის შინაარსი

„ერთად შევქმნათ ახალი პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის!“ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოში მიერ, ჩატარებული მოსახლეობის საჭიროებების კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადგილზე სარეაბილიტაციო მომსახურებების დეფიციტის გამო ოჯახებს უწევთ რაიონის დატოვება და სერვისის მიღების მიზნით, დიდ ქალაქებში გადასვლა.აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკის სტრატეგიაში  [2020 - 2024 წელი] მიმართულება 1:  სოციალური პროგრამების დანერგვა და განვითარება, რომელიც გულისხმობს:შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ადგილზე დღის ცენტრისათვის საჭირო რესურსების მობილიზებას და შესაბამისი პროგრამის დანერგვას;აუტიზმის სპექტრის დიაგნოსტირების, შეფასებისა და რეაბილიტაციის პროგრამის დანერგვა/განვითარებას.დღემდე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და პირებისთვის სერვისის მიმწოდებელი არცერთი ორგანიზაცია არ მუშაობს, არ არის დღის ცენტრები, რებილიტაცია/აბილიტაციის სერვისები. შშმ ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის მომსახურების მრავალწლიანმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ დღის ცენტრების სერვისი თოთოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის პოტენციალს ააქტიურებს, მათი უფლებების რეალიზაციას პასუხობს და ყველაზე ეფექტური არჩევანია ფუნქციური უნარების განვითარებისა და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობისათვის. მომსახურების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.ვინაიდან რეგიონში ამ დრომდე არ ფუნქციონირებს დღის ცენტრი, შშმ ბავშვთა თავისუფალი არჩევანის უფლების რეალიზების კუთხით მას ალტერნატივა არა აქვს.ჩვენი მიზანია ახალი პერსპექტივები გავუჩინოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რაც მოგვცემს საშუალებას გავუმკლავდეთ ბაღდათის მთავარ გამოწვევას.მოძიებული რესურსით აღიჭურვება მუნიციპალიტეტში პირველი დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, რომელიც დაიწყებს მომსახურებას დღის ცენტრის საბაზისო მომსახურებით, მაგრამ აშენებული და შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზით – ხარისხიანი მომსახურებისთვის საჭირო ავეჯითა და ინვენტარით აღჭურვილი, მისცემს შესაძლებლობას მომავალში ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მინიმუმ 30 ბავშვს, ისარგებლოს დამატებითი სერვისებით (მეტყველების თერაპია, გამოყენებითი ქცევის ანალიზი და ა.შ.), თანდათან გაფართოვდეს და მოიცვას საზოგადოების კიდევ უფრო ფართო სპექტრი.ალბათ, ახლა ვერც წარმოიდგენთ თქვენს მიერ ჩარიცხულ თითო ლარს, რამდენი  ბავშვის გაბედნიერება შეუძლია, თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ერთად შევქმნით, გულწრფელ ადამიანურ ისტორიებს, ვაჩუქებთ ერთმანეთს სიყვარულს და  უდიდესი ენერგიით ავივსებით, ენერგიით რომელიც ასე ძალიან სჭირდება სამყაროს.