გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

არემარე – ეკომეგობრული სივრცე

Matchfunded by USAID 10,000 GEL

1/6

კამპანიის შინაარსი

“რომ დავბერდები, აუცილებლად სოფელში ვიცხოვრებ, სიმშვიდეში”  ბავშვობის ზაფხულების, სოფელში გატარებული ბედნიერი წუთების გამოძახილი იყო ეს ფიქრი, ჩემი და ჩემს ირგვლივ მყოფების ყველაზე ხშირი ფრაზა, ვიდრე არ დავუშვი, რომ შეიძლებოდა ეს ჰარმონია დაბერებამდე შემექმნა.  შემექმნა საკუთარი ხელითა  და ძალისხმევით, შემდეგ კი ეს “ჩემი” სხვებისთვისაც გამეზიარებინა.  ამ მოტივაციით, 4 წლის წინ, 26 წლის ასაკში სოფელში გადავცხოვრდი. მიწაზე, სადაც მხოლოდ მიტოვებული ხეები და ერთი ჭა იყო. არა ჭერი, არა სახლი, არა თბილი წყალი, არა შუქი და რაც მთავარია, არანაირი გამოცდილება; არც ადგილი, ამ გამოცდილების მისაღებად. ერთადერთი, რაც ნამდვილად ვიცოდი, იყო ის, რომ უნდა დავკვირვებოდი, მესწავლა და მემოქმედა ბუნებასთან თანამშრომლობით და არა მასთან ბრძოლით.  სწორედ ამ დაკვირვებითა და თანაშრომლობით მოვიდა ჩემთან ეკომეგობრული ცხოვრების წესი. 

საიდან დავიწყოთ?  

არის თვითკმარობა შესაძლებელი? არის ცხოვრების ეკომეგობრული წესი მდგრადი და ფუნქციური? არსებობს თუ არა ბუნებასთან თანამშრომლობის და, შესაბამისად, ადამიანის შრომის და ჩარევის საჭიროების შემცირების გზები? შესაძლებელია, რომ თუნდაც ქალაქის პირობებში, ეკომეგობრულად ვიცხოვროთ?  “არემარეს” შექმნა რომ დავიწყე, ამ კითხვებზე პასუხის მიღების ერთადერთი გზა პრაქტიკით, ამ ყველაფრის საკუთარი ხელითა და ძალისხმევით კეთება აღმოჩნდა.  ახლა პასუხები, შედეგები და წარმატება უკვე სახეზეა. და ეს არა მხოლოდ ჩემთვის: საუკეთესო ამბავი ამაში არის ის, რომ ახლა შესაძლებელია, “არემარე” იყოს ამ ცოდნის და პრაქტიკის გამავრცელებელი, სადემონსტრაციო და გამოცდილების მიღების ადგილი, სოციალური ეკომეგობრული სივრცე სადაც განტვირთვა და სწავლა ერთდროულად იქნება შესაძლებელი.

სოციალური სივრცე - demo plot

“არემარეს”ლოკაცია, თბილისიდან 30 წუთში, მშვიდი ეზო და ჩემს მიერ მიღებული გამოცდილება, არის საუკეთესო ნაზავი საიმისოდ, რომ ეს იყოს მულტიფუნქციური სოციალური სივრცე და ეკომეგობრული ცხოვრების წესის სადემონსტრაციო ნაკვეთი.  გასულ წლებში აქ ტარდებოდა ვორქშოფები, გასართობ-შემეცნებითი ივენთები და ეწყობოდა საბავშვო ბანაკები. გაზაფხულიდან ვგეგმავთ რეგულარულ შემეცნებით აქტივობებს, სოციალურ ივენთებს, მასტერკლასებს და ვორქშოფებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, ეკოთერაპიის დღეებს, საბავშვო საკვირაო სკოლასა და ეკო ბანაკებს.    ამ აქტივობებისთვის ფიზიკური სივრცე მზად არის, თუმცა, მეტი ეფექტიანობისა და შედეგიანობისთვის, საჭიროა მისი მცირე დანადგარებითა და ტექნიკით აღჭურვა - ხელსაწყოები ვორქშოფებისთვის, ბარისა და სამზარეულოს მცირე დანადგარები და საკემპინგე აღჭურვილობა ბანაკისთვის.  ამ აქტივობების განხორციელების შედეგად, რეგენერაციული მიდგომების და გარემოსდაცვითი ცნობიერების პერსპექტივის ჩვენს ყოველდღიურობასთან ინკორპორირებით, მჯერა, რომ შევძლებთ ვიზრუნოთ როგორც ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე, ასევე ადამიანების და, განსაკუთრებით, მომავალი თაობის ფიზიკურ და ემოციურ-მენტალურ სიჯანსაღეზე.    ჩემი უმთავრესი მამოძრავებელიც ეს არის: რომ ბალანსი,  რომელიც სიმშვიდის ძირითად ხაზად გასდევს ჩემს ცხოვრებას, როგორც ჰარმონიული ცხოვრების შესაძლებლობა გავუზიარო სხვებს და, განსაკუთრებით, ბავშვებს. 

42 მხარდამჭერი

შპს საუნდ გრუპი

1,020.0 
June 07, 2022

რაზმიკ ბადალიანი

40.0 
May 28, 2022

ნინი კობახიძე

30.0 
May 28, 2022

ნათია სორდია

200.0 
May 27, 2022

ანონიმური

100.0 
May 20, 2022

Chiora Taktakishvili

100.0 
May 20, 2022

Micha Theiner

100.0 
May 20, 2022

ელენა დარჯანია

20.0 
May 19, 2022

Maka Ketishvili

10.0 
May 17, 2022

ნინო ფანცულაია

50.0 
May 17, 2022

დარინკა ქართველიშვილი

50.0 
May 16, 2022

კოკა გახოკიძე

50.0 
May 15, 2022

Lasha Bekauri

100.0 
May 13, 2022

მონიკა სილაგადზე

15.0 
May 13, 2022

Midelauri Viktoria

20.0 
May 13, 2022

დათო გეგეჭკორი

50.0 
May 13, 2022

ანონიმური

20.0 
May 13, 2022

Gela Dolaberidze

50.0 
May 12, 2022

Daviti Phantsulaia

5.0 
May 12, 2022

Dimitri Chikovani

100.0 
May 12, 2022

ანონიმური

100.0 
May 12, 2022

ანონიმური

10.0 
May 12, 2022

Generator 9.8

200.0 
May 12, 2022

გიორგი ქადა

500.0 
May 12, 2022

გიორგი დალაქიშვილი

50.0 
May 12, 2022

შალვა ლობჟანიძე

20.0 
May 07, 2022

თედო დევიძე

5.0 
May 06, 2022

გიორგი ბაბა

100.0 
April 28, 2022

თამარ გოგოლაძე

100.0 
April 28, 2022

ნათია ბაქრაძე

100.0 
April 28, 2022

Tamar Kankava

50.0 
April 28, 2022

Natalia Gogilashvili

10.0 
April 27, 2022

ანა მიქაძე

50.0 
April 23, 2022

Natia Ubilava

50.0 
April 22, 2022

ლანა ჩხარტიშვილი

50.0 
April 21, 2022

Leo Sol

500.0 
April 21, 2022

დარიკო სულიკაშვილი

5.0 
April 21, 2022

ანონიმური

20.0 
April 21, 2022

ალექსანდრე ხუბულავა

100.0 
April 21, 2022

გიორგი აბულაშვილი

100.0 
April 21, 2022

ანონიმური

10.0 
April 20, 2022

ნოდარ ლატიბაშვილი

100.0 
April 20, 2022

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია