გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

Საჯარო ბიბლიოთეკის გახსნა სოფელ საფარლოში

კამპანიის შინაარსი

ჩვენ, რამდენიმე თანამოაზროვნე ახალგაზრდა, დმანისის სოფელ საფარლოში საჯარო ბიბლიოთეკის გახსნას ვაპირებთ, რომელიც ზემოთხსენებულ პრობლემებს მოაგვარებდა. კერძოდ: 1. სოფლის მოსახლეობისათვის შეიქმნება ადგილი, სადაც მათ უფასოდ მოვემსახურებით კომპიუტერული მომსახურებით, რომლებიცაა მაგალითად პრინტერით ამობეჭდვა, ტექსტის აკრეფვა, ასლის გადაღება, სკანირების კეთება, ინტერნეტში რეგისტრაციების გახსნა და ასე შემდეგ. სკოლის მოსწავლეებს ექნებათ საშუალება გამოიყენონ შეძენილი ტექნიკა. 2. გავხსნით ბიბლიოთეკას, რომლის გამოყენების შესაძლებლობა ექნება ყველას. მომსახურეობა იქნება უფასოდ. 3. სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობას ვაპირებთ. გვსურს მათგან მივიღოთ ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამების, სუბრიდირების კამპანიების, შეღავათიანი აქციების, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან შეთავაზებული პროგრამების, სხვადასხავ ბენეფიტების, სოფლის მეურნეობის სიახლეების შესახებ და მოვახერხოთ ინფორაციის გავრცელება როგორც ჩვენს სოფელში, ასევე მეზობელ სოფლებშიც კი. ჩვენ უკვე გვყავს მეგობარი ორგანიზაციები, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ ჩაატარებენ სხვადასხვა საკითხებზე სემინარებს, რომელიც ჩვენი ბიბლიოთეკის მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა დარგების შესახებ და გააფართოვონ მსოფლმხედველობა. ჩვენ ვართ მოტივირებულნი, ენერგიით სავსე ახალგაზრდები, რომლებსაც გვსურს პოზიტიური ცვლილებები მოვახერხოთ სოფლის ცხოვრებაში. ამიტომაც ის, რისი მიღწევც გვინდა ჩვენ, არის გრძელვადიანი მიზანი. საჯარო ბიბბლიოთეკა სოფლის მოსახლეობას, ძირითადად მოზარდებს მისცემს იმ წიგნების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის საშუალებას, რომლებიც მათში გამოიწვევს მოტივაციას სწავლისადმი და გაავითარებს მათ მსოფლმხედველობას Ამ მხრივ ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რომელიც გვჯერა, რომ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენ მიერ დასახული მიზნის მიღწევაში.