ციფრული სივრცე სოფელ ასკანაში
1,515.0 ლარი
43.29% მიღებული 3,500.0 ლარი მიზანი
23 მხარდამჭერები
60 დარჩენილი დღეებიკამპანიის შინაარსი
მე თაზო ვარ, სოფ.ასკანიდან, მე-9 კლასის მოსწავლე.
მსურს თქვენი დახმარებით ჩემი და ჩემი თანატოლების ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა მოვაგვარო.
მოგეხსენებათ, რომ სოფ.ასკანის საჯარო სკოლა არ გააჩნია ტექნიკა, რომლებიც საჭიროა მოსწავლეების განვითარებასა და ხელშეწყობისთვის. სკოლის მოსწავლეები ინტერნეტით ვსარგებლობთ, თუმცა ეფექტური მუშაობასა და თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება.
ხარისხიანი განათლებისთვის, სამუშაო შეხვედრებისთვის თუ შემოქმედებით-კულტურული ღონისძიებებისთვის სასურველია ჩვენს სკოლას ჰქონდეს ციფრული რესურსი. ამჟამად, სწავლება ჰიბრიდული მოდელისაა. სიტუაციიდან გამომდინარე მოსწავლეები ერთ მეტრიანი დისტანციის დაცვით ვურთიერთობთ. სოციალური ურთიერთობებს მოწყურებულებს, გვსურს პროტოკოლის წესების დაცვით შევქმნათ საკლუბო მუშაობებისთვს, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებებისთვის, საპრეზენტაციო შეხხვედრებისთვის, ტრენინგ-სემინარებისთვის სივრცე, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნოლოგიური დანადგარებით. აღნიშნული სივრცე გამოიყენება საგაკვეთილო თუ არასაგაკვეთილო პროცესში. რაც გაზრდის მათ პროდუქტიულობას.
საზოგადოების მხარდაჭერით გვსურს თანხის შეგროვება, რომლითაც შევიძენთ: პროექტორს, პროექტორის დაფს და კომპიუტერის დინამიკებს.
“ციფრული სივრცე” – ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა აქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
იმედი მაქვს, მე და ჩემი თანატოლები შევძლებთ ახალ რეალობაში გაღვიძებას.
ხშირად დასმული შეკითხვები
სიახლეები
მხარდამჭერები























დატოვე კომენტარი