ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ. სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ? თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ! „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ! წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი : – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს; – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის! – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით; – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც; – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!   ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა. რას ეხება შენი იდეა?   იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს. იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ. კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა

შევქმნათ ონტოფოს ბიბლიოთეკის მულტიფუნქციური სივრცე

1/1

კამპანიის შინაარსი

ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ძველი და გულისამაჩუყებელი ისტორია აქვს: ბიბლიოთეკა 1912 წლის 5 მარტს დაარსდა. მის განვითარებასა და შენარჩუნებაზე ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები - ბესარიონ, ბართლომე, ბადრი ნადარეიშვილები, ვლადიმერ ჩიხლაძე, გვრიტო ჭანტურაია და სხვები ზრუნავდნენ. მათი ძალისხმევით შთაგონებულებმა ერთი საუკუნის შემდეგ გადავწყვიტეთ შევუერთდეთ ამ ტრადიციას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიბლიოთეკის განვითარებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ბიბლიოთეკას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ინფორმაციის წვდომის გაუმჯობესებისა და ზოგადად ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით. ბიბლიოთეკის განახლება ახალ სიცოცხლეს შემოიტანს სოფლის ცხოვრებაში. გამართული ინფრასტრუქტურა, შევსებული წიგნადი ფონდი და სამკითხველო სივრცე ბიბლიოთეკას საზოგადოებრივ ცენტრად ჩამოაყალიბებს და ახალ თაობებს უფრო მეტად დაახლოებს წიგნებთან. ჩვენი მიზანია შეიქმნას მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც უპასუხებს ადგილობრივი საზოგადოების განსხვავებულ ინტერესებს. ბიბლიოთეკის მულტიფუნქციური სივრცე გააერთიანებს წიგნების საცავს, სამკითხველოს, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების სივრცეს, სპეციალური სივრცე მოეწყობა ბავშვებისთვის. ბიბლიოთეკა უმასპინძლებს განსხვავებული ასაკის ადამიანებისთვის საინტერესო ღონისძიებებს.  ამისთვის თქვენი დახმარება გვჭირდება, ერთად გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენი სოფლის უკეთესი მომავლისთვის და გავაცოცხლოთ ტრადიცია, რომელიც ამ უკეთესი მომავლის საწინდარია!

60 მხარდამჭერი

გიორგი ვარდანაშვილი

50.0 
November 21, 2023

ნია სალუქვაძე

50.0 
November 21, 2023

გვანცა სალუქვაძე

50.0 
November 18, 2023

ანონიმური

11.0 
November 15, 2023

ნაირა ნადარაია

10.0 
November 15, 2023

ნუკა ღამბაშიძე

20.0 
November 13, 2023

დეიკო ალუღიშვილი

50.0 
November 10, 2023

დეა მძინარიშვილი

5.0 
November 08, 2023

თინათინ ცოტაძე

10.0 
November 07, 2023

გიორგი ჩიკვილაძე

80.0 
November 07, 2023

მაია დანელია

436.0 
November 06, 2023

ანონიმური

100.0 
November 05, 2023

ვახო მძინარიშვილი

10.0 
November 04, 2023

ლევან ვარამაშვილი

100.0 
November 04, 2023

გიორგი ბოჭორიშვილი

50.0 
November 04, 2023

თორნიკე ცერცვაძე

100.0 
November 04, 2023

მარინა ბოჭორიშვილი(სიხარულიძე)

200.0 
November 04, 2023

სალომე სალომე

20.0 
November 04, 2023

ანონიმური

500.0 
November 04, 2023

ანონიმური

50.0 
November 04, 2023

ნანა გობეჩია

275.0 
November 04, 2023

თინათინ დათაშვილი

100.0 
November 04, 2023

ეკა ტაბლიაშვილი

30.0 
November 04, 2023

ბექა პერტენავა

50.0 
November 03, 2023

ნანანა კილასონია

50.0 
November 03, 2023

ნინო ბაზღაძე

50.0 
November 03, 2023

თეონა ნადარეიშვილი

50.0 
November 03, 2023

ნათელა დავითაია

30.0 
November 02, 2023

ანონიმური

30.0 
November 02, 2023

კონსტანტინე მძინარიშვილი

20.0 
November 02, 2023

ზურაბი გიგინეიშვილი

50.0 
November 02, 2023

ნაზი ჩაგანავა

20.0 
November 02, 2023

ალექსანდრა შალიბაშვილი

50.0 
November 02, 2023

elene kvintradze

50.0 
November 02, 2023

თამარ ნადარეიშვილი

50.0 
November 02, 2023

მედეა ალუღიშვილი

20.0 
November 02, 2023

სალომე ბენიძე

30.0 
November 02, 2023

ლელა ეხვაია

50.0 
November 02, 2023

ანა შონია

50.0 
November 02, 2023

ანა დარსალია

3.0 
November 02, 2023

ნანა აბულაძე

50.0 
November 02, 2023

თეონა ნადარეიშვილი

70.0 
November 02, 2023

მარი ნადარეიშვილი

20.0 
November 02, 2023

მარი ნადარეიშვილი

10.0 
November 02, 2023

ნინო დოლიძე

30.0 
November 02, 2023

ნათია კვირკველია

10.0 
November 02, 2023

ომარი ზარნაძე

50.0 
November 02, 2023

ირაკლი სხილაძე

20.0 
November 02, 2023

კონსტანტინე გოჩალეიშვილი

50.0 
November 02, 2023

ზურაბ ნადარეიშვილი

100.0 
November 02, 2023

ნატო ბარბაქაძე

20.0 
November 02, 2023

გიგი დემეტრაშვილი

20.0 
November 02, 2023

ნინო ნადარეიშვილი

100.0 
November 02, 2023

ანონიმური

5.0 
November 01, 2023

ეკა ბარძემიშვილი

100.0 
November 01, 2023

ლიკა მოსიძე

30.0 
November 01, 2023

ნინო ლომინეიშვილი

20.0 
November 01, 2023

მარიამ შარია

20.0 
November 01, 2023

ანონიმური

300.0 
November 01, 2023

Salome Gocholeishvili

50.0 
October 30, 2023

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია

ონტოფო, აბაშა
1

გაცემული კონტრიბუცია

პირველ 20 ადამიანს, რომელიც ჩარიცხავს თანხას ონტოფოს ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად, ჩვენგან საჩუქრად გადაეცემა ონტოფოს შთაგონებით შექმნილი ილუსტრირებული წიგნი "მდინარე" სამახსოვრო წარწერით ავტორისგან და სამზრუნველოს გუნდისგან. (ავტორი - თათია ნადარეიშვილი)მხარდამჭერებს, რომლებიც ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად 100 ლარს ან მეტს ჩარიცხავენ, კამპანიის დასრულების შემდეგ საჩუქრად გადაეცემათ ონტოფოს ბიბლიოთეკის ილუსტრაციის ჩარჩოში ჩასმული პრინტი სპეციალური სამახსოვრო წარწერით.