ვირტუალური GLOW ბანაკი
კამპანიის შინაარსი
ვირტუალური ბანაკი COVID 19-ის პირობებში!
GLOW საქართველო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2014 წელს ჩამოყალიბდა.
ორგანიზაცის ხედვაა ხელი შეუწყოს გოგონებს თავიანთ თემში ლიდერებად ჩამოყალიბებას და მათთვის წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას, რათა მათ საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად, შეძლონ მუშაობა ქვეყნის მასშტაბით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
მეტი იხილეთ აქ: http://www.glowgeorgia.org/
GLOW-ს ერთ-ერთი პოპულარული აქტივობა ზაფხულის ბანაკებია, რომელიც ყოველწლიურად იმართება ქალაქიდან მოშორებით, სადაც 100-მე ახალგაზრდა გოგონა ერთი კვირის განმავლობაში იღებს ცოდნას და უნარჩვევებს სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით: ლიდერობა, სოლიდარობა, თანატოლებზე ზრუნვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, პროექტების წერა და იმპლემენტაცია, და ა.შ.
მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: http://ge.glowgeorgia.org/4306431443174323-430543044316430443134312.html
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც COVID-19ის ეპიდემიას და მასთან დაკავშირებულ აკრძალვებს უკავშირდება, წელს ბანაკი ჩვეულ ფორმატში არ ჩატარდება, რაც ათასობით გოგონას უკარგავს ჩანსს შემოიტანონ განცხადება და იქნან არჩეულები ბანაკის მონაწილეებად. შესაბამისად, გამოვძებნეთ ფორმატი, რომელიც ამ ვითარებაში გოგონებს საქრთველოს სხვადასხვა კუთხიდან მისცემს საშუალებას ონლაინ-ფორმატში ჩაერთონ აქტივობებში.
ონლაინ-ბანაკის კონცეპცია: 5 დღიანი ვირტუალური ბანაკი საშუალებას მისცემს ერთ ჯერზე 100-მდე გოგონას ჩაერთოს ვებინართა ციკლში, რომელიც დღის განმავლობაში, 2 საათის მანძილზე შესთავაზებს იმ აქტუალური თემების დაფარვას, რაც ბანაკის დროს ჩეულებრივ ისწავლებოდა, თუმცა ონლაინ-ფორმატიდან და მისი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ვებინარი უფრო მოკლედ, თუმცა მეტი აქცენტირებით შესთავაზებს გოგონებს საკითხებზე მსჯელობას.
აქტუალური საკითხები, რომლებსაც პროგრამა დაფარავს, იქნება: ლიდერობა და სამოქალაქო აქტივობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, კონფლიქტის გადაჭრა, ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა, პროექტის შექმნა და იმპლემენტაცია, მოხალისეობა.
გოგონებს ყოველი ვებინარის ბოლოს მიეცემათ სახალისო დავალება, რომელსაც ისინი შეასრულებენ, ფოტოზე აღბეჭდავენ და გამოაგზავნიან, მაგ. ივარჯიშონ დილით ადრე, შეაგროვონ ნაგავი და გადაყარონ… ფაქტობრივად, დავალებები მოიცავს იმ ფიზიკურ აქტივობებს, რომლებსაც ბანაკის დროს ხალისით აკეთებდნენ.
ვებინარების ციკლის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ ონლაინ-სერტიფიკატები.
ვებინარებს ორგანიზებას გაუკეთებენ და წაიყვანენ ორგანიზაციის სტაჟიორები, ბანაკის ყოფილი ლიდერები.
ხშირად დასმული შეკითხვები
სიახლეები
მხარდამჭერები



















დატოვე კომენტარი