გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

ერთად #მეტიუკრაინისთვის

1/1

კამპანიის შინაარსი

  "ორბელიანი მეტის“ გადაწყვეტილებით, იქმნება ქრაუდფანდინგის კამპანია საქართველოში მყოფი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად! ამ დროისათვის საქართველოში რამდენიმე ათასი უკრაინის მოქალაქე იმყოფება შინ დაბრუნების იმედით! სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტები, კერძო და არასამთავრობო სექტორი აქტიურად გამოხატავენ მხარდაჭერას, პატივისცემასა და სიყვარულს უკრაინელი ერის მიმართ.  თბილისში გამართული აქციებით ვცდილობთ, მივაწვდინოთ ხმა და ვაგრძნობინოთ მხარდაჭერა გმირ უკრაინელ ხალხს!  არაერთი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა საქართველოდან უკრაინაში მოქალაქეების აქტიური ჩართულობით. მოხალისეობრივრად კი რამდენიმე ათეული ადამიანი უკრაინაში გაემგზავრა. ჩვენ, საქართველოში მყოფი რიგითი მოქალაქეებივცდილობთ,გამოვხატავთ,გვტკივა,განვიცდითდა ვფიქრობთ...   ვფიქრობთ, იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმაზე #მეტი ვიდრე ვაკეთებთ?!„ორბელიანი მეტის“  გადაწყვეტილებით, აქ და ახლა მნიშვნელოვანია საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის  ვიქცეთ #მეტ იმედად, #მეტ მხარდამჭერად, #მეტ მეგობრად, #მეტ ერთობად და  #მეტ სიკეთედ. საჭიროა ჩვენი სრული მობილიზება საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების მხარდასაჭერად.კამპანია, #მეტიუკრაინისთვის მიზანია უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის თანხის შეგროვება, რომელიც მოხმარდება მათ საჭიროებებს.   2 აპრილს, "ორბელიანი საქართველოს" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, შევხვდებით საქართველოში მყოფ უკრაინელ ხალხს, სადაც გაგვიზიარებენ ინფორმაციას თუ რა სჭირდებათ, რა სურთ, რა განწყობა აქვთ და როგორ შეიძლება მხარი დავუჭიროთ. სწორედ მათი ხმა გადაწყვეტს, როგორ დავხარჯავთ შეგროვილ თანხას, რომ ვუპასუხოთ მათ საჭიროებებს. ვერთიანდებით ადამიანებისთვის,  რომლებსაც ახლა სამშობლოდან შორს ყოფნა უწევთ  და მათთვის ვქმნით  #მეტ მხარდაჭერას, #მეტ შესაძლებლობას, #მეტ დახმარებას #მეტ მეგობრობას #მეტ სიყვარულს.    კამპანია  იქნება სრულიად გამჭირვალე და თითოეული თქვენგანი შეძლებს თვალი ადევნოს კამპანის ფარგლებში განხორციელებულ  მხარდასაჭერ აქტივობებს.  „ორბელიანი მეტი“ აქტიურად გაგიზიარებთ სიახლეებს და კამპანიის ფარგლებში გაგაცნობთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალქეებს! ვის თუ არა ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, უახლოესი წარსულის გამო,  კარგად გვესმის მათი ამჟამინდელი განცდების, შიშების, პრობლემებისა და სირთულეების. 

სულ გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაში ერთობას  მე, შენ და  ჩვენ ვქმნით.

სწორედ ამიტომ,

ერთად #მეტიუკრაინისთვის!