დაწერე რაჭული ოდების ისტორია
2,600.0 ლარი
101.96% მიღებული 2,550.0 ლარი მიზანი
19 მხარდამჭერები
0 დარჩენილი დღეებიკამპანიის შინაარსი
შემოვუნახოთ ისტორიას ამბავი რაჭულ ოდებზე!
რაჭის სათემო ორგანიზაციის ინიციატივა
2002-2014 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ხალხი ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შემცირდა (კლება 37 %). რაჭის სოფლებიდან დიდ ქალაქებში მიგრაცია 2014 წლის შემდეგაც გაგრძელდა. ბევრ სოფელში ხალხის რაოდენობა ერთ, ორ, სამ ან ათ ადამიანს აღარ აღემატება. რამდენიმე სოფელი გაუკაცრიელდა. ონის რაიონის 46 სოფელში 6 წლამდე ასაკის არცერთი ბავშვი აღარ არის.
პროექტის მიზანია:
რაჭის დაცლილ ან დაცლის პირას მყოფ სოფლებში, ასწლოვანი კოლხური ოდა სახლების ფოტოდოკუმენტირება და ელექტრონული, ორენოვანი (ქართული/ინგლისური) ჟურნალის შექმნა, სადაც ამ სახლებისა და მატი პატრონების (ვინც შემორჩნენ) მოკლე ისტორიებიც განთავსდება.
პროექტი ხელს შეუწყობს:
მხარისთვის დამახასიათებელი კულტურის წარმოჩენას და დანგრევის პირას მყოფი სახლების გადარჩენაზე ზრუნვას/გაძეგლებას.
რაჭის სათემო ორგანიზაცია:
შეიმუშავებს თემატურ ტურისტულ მარშრუტს, რაც ხელს შეუწყობს დაცლის პირას მყოფ სოფლებში ტურიზმის განვითარებას; იქ შემორჩენილი ადამიანებისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღებას; რაჭის ტურისტული პოტენციალის გაზრდას; ახალგაზრდების დაინტერესებას დაცლილ სოფლებში ტურისტული მომსახურების სერვისები გააჩინონ.’
პროექტის ბიუჯეტია 5 ათასი ლარი, რაც მოხმარდება მოწვეული ფოტოგრაფის მომსახურების, ორენოვანი ონლაინ ჟურნალის შესაქმნელად ტექნიკური მხარდაჭერის, ტრანსპორტირების ხარჯებს.
ის, რაც ისტორიას აუცილებლად უნდა დარჩეს!
ხშირად დასმული შეკითხვები
სიახლეები
მხარდამჭერები



















დატოვე კომენტარი