„მწვანე დემონსტრატორები და პრაქტიკული საპილოტე პროექტები ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში”
იდეების კონკურსის მიზანია საზოგადოებაზე ორიენტირებული, პრაქტიკული და განმეორებადი ეკო-მეგობრული გადაწყვეტილებების გამოვლენა და მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებასა და გარემოსდაცვით ინოვაციებს სამიზნე მუნიციპალიტეტებში.
კონკურსის ფარგლებში შერჩეული იქნება ისეთი იდეები, რომლებიც:
- არის ინოვაციური, პრაქტიკულად განხორციელებადი და ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული;
- ეფუძნება საზოგადოების ჩართულობას და აქვს დემონსტრაციული ხასიათი;
- უზრუნველყოფს ეკო-მეგობრული მიდგომების გამოყენებას/გაფართოების პოტენციალს;
- მოიცავს ცოდნის გაზიარების, შესაძლებლობების გაძლიერებისა და/ან ცნობიერების ამაღლების კომპონენტს.
კონკურსის თემატური მიმართულებები და მაგალითები:
ნარჩენების გადამუშავება და რესურსების ეფექტიანი გამოყენება
შესაძლო მაგალითები:
- ორგანული და კვების ნარჩენების კომპოსტირების სისტემები;
- გადამუშავებისა მცირე ჰაბები;
- „ნარჩენიდან ღირებულებამდე“ ნიციატივები;
- ნარჩენების სეპარაციისა და შეგროვების პილოტური სისტემები;
- განახლებისა და ხელახალი გამოყენების სივრცეები.
წყლისა და ენერგიის მდგრადი მართვა
შესაძლო მაგალითები:
- წვიმის წყლის შეგროვებისა და ხელახალი გამოყენების სისტემები;
- წყლის დაგროვების მცირე ინფრასტრუქტურა;
- ჭკვიანი სარწყავი ტექნოლოგიები;
- ენერგიის დაგროვების სისტემები;
- მზის ენერგის გამოყენების ინიციატივები.
მონიტორინგი და ციფრული გადაწყვეტილებები
შესაძლო მაგალითები:
- ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემების დემონსტრირება;
- ენერგიისა და წყლის მოხმარების ციფრული მონიტორინგი და ვიზუალიზაცია;
- რესურსების მოხმარების მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
მწვანე გადაწყვეტები და მობილობა
შესაძლო მაგალითები:
- ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები;
- ველობილიკების ან ველოინიციატივების პილოტი;
- ველოსიპედებისა და სკუტერების საერთო გამოყენების სქემები ან ციფრული აპლიკაციები.
მდგარადი ტურიზმი დამეურნეობა
შესაძლო მაგალითები:
- მწვანე საოჯახო სასტუმრო / ეკო-ჰოსტელი;
- ეკომეგობრული ტურისტული სერვისები;
- მდგრადი სასტუმროებისა და რესტორნების საპილოტე გადაწყვეტები;
- კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სადემონსტრაციო ფერმები.
- ჭკვიანი და ტექნოლოგიური გადაწყვეტები სოფლის მეურნეობისთვის.
განხორციელების არეალი და მონაწილეობის პირობები:
იდეების განხორციელების ადგილი უნდა იყოს ფოთისა და/ან ხობის მუნიციპალიტეტები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს;
განაცხადის ავტორი არ არის ვალდებული ცხოვრობდეს ფოთისა ან ხობის მუნიციპალიტეტებში, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება ადგილობრივი მოქალაქეების ან ორგანიზაციების იდეებს.
განაცხადები მიიღება მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა იდეის განხორციელება აუცილებლად უნდა იგეგმებოდეს ფოთისა და/ან ხობის მუნიციპალიტეტებში.
კონკურსის ვადები და შერჩევის პროცესი
იდეების მიღება იწარმოებს 2026 წლის 2 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით.
სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმაზე-Orbelianimeti.ge ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოაგზავნოს ინიციატივა (იხილეთ გზამკვლევი: როგორ გამოვაგზავნო იდეა )
კონკურსი ჩატარდება ორეტაპიან ფორმატში.
- პირველ ეტაპზე, შემოსული განაცხადებიდან შეირჩევა 10 საუკეთესო იდეა.
- მეორე ეტაპზე შერჩეული 10 იდეის ავტორები ჟიურის წინაშე წარადგენენ თავიანთი ინიციატივის პრეზენტაციას, რომლის შედეგადაც ჟიური გამოავლენს 5 გამარჯვებულ პროექტს.
დაფინანსების პირობები
- გამარჯვებულმა პროექტებმა პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 20% უნდა მოიზიდონ სახალხო დაფინანსების პლატფორმის – orbeliani.meti – მეშვეობით.
- სამიზნე თანხის წარმატებით შეგროვების შემთხვევაში, ფონდი დააფინანსებს პროექტის დარჩენილ 80%-ს.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 3,500 აშშ დოლარს.
გაითვალისწინეთ, რომ პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრულია ერთი თვის ვადა.
მნიშვნელოვანი შენიშვნა
- იდეა უნდა იყოს კონკრეტული გადაწყვეტის ან ინფრასტრუქტურის დემონსტრირება;
- არ მიიღება მხოლოდ ტრენინგებზე, სემინარებზე ან ცნობიერების ამაღლებაზე დაფუძნებული პროექტები;
- ცოდნის გაზიარებაზე ორიენტირებული აქტივობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენს პრაქტიკული პროექტის ნაწილს.