გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

მეტი იდეების კონკურსის შესახებ

ივნისი 24, 2024
მეტი იდეების კონკურსის შესახებ

 

ორბელიანი საქართველო აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს – “იდეების კონკურსი”

კონკურსის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს  სამოქალაქო აქტივიზმი და დაამკვიდროს  სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) კულტურა საზოგადოებაში.


“იდეების  კონკურსი” 2022 წლიდან ყოველწლიურად იმართება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამ ეტაპისთვის საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა 80 ინიციატივა საქართველოს 36 მუნიციპალიტეტში.

 

კონკურსის ეტაპები:

სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმაზე-Orbelianimeti.ge ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოაგზავნოს ინიციატივა (იხილეთ გზამკვლევი: როგორ გამოვაგზავნო იდეა )

კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ შეირჩევა 30 საუკეთესო ინიციატივა.

კონკურსის მეორე ეტაპზე შერჩეული ინიციატივების ავტორები ჟიურის წინაშე წარადგენენ მათ ინიციატივებს პრეზენტაციის სახით.

კონკურსის მეორე ეტაპის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული 17 ინიციატივა.

 

კონკურსის პირობები:

კონკურსში გამარჯვებული ინიციატივები დაიწყებენ სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) კამპანიებს orbelianimeti.ge-ზე, სადაც მოქალაქეების შემოწირულობებით შეაგროვებენ მათი პროექტის სამიზნე თანხის 30%-ს.

პროექტის სამიზნე თანხის 30%-ის წარმატებით შეგროვების შემთხვევაში, ინიციატივა დარჩენილ 70%-ს მიიღებს USAID-ის  სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამისგან.

თითოეული ინიციატივისთვის გასაცემი საგრანტო თანხა (70%) წარმოადგენს 3500 აშშ დოლარს.

იდეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ფიზიკურ პირებს (გაითვალისწინეთ, რომ იდეის ავტორი უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის), საინიციატივო ჯგუფებს, ორგანიზაციებს. 

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ იდეის ავტორების ინიციატივებს, რომლებიც პირველად იღებენ კონკურსში მონაწილეობას.

 

შეფასების კრიტერიუმები:

საგრანტო განაცხადებს შეაფასებს სპეციალურად ამ საგრანტო პროგრამისთვის შექმნილი ჟიური, რომლის შემადგენლობაში იქნებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ა.შ.

 

საგრანტო განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  1. შეუძლია თუ არა ინიციატივას სამიზნე თემისთვის/საზოგადოებისთვის დამატებითი ღირებულების მოტანა?
  2. უწყობს თუ არა ინიციატივა  ხელს სამოქალაქო ჩართულობას? 
  3. არის თუ არა იდეა ინოვაციური?
  4. არის თუ არა პროექტი მდგრადი? 
  5. შეუძლია თუ არა იდეის ავტორს  მოიპოვეს საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერა Crowdfunding-ის მეშვეობით? 
  6. მრავალფეროვანია თუ არა იდეა (არსებული კატეგორიების კონტექსტში)?

 

რას სთავაზობს ორბელიანი საქართველო კონკურსის გამარჯვებულებს:

ტრენინგები ქრაუდფანდინგისა და სოციალური მედიის შესახებ

ვიდეო კონტენტის შექმნა იდეის ავტორისა და ინიციატივის შესახებ 

Სოციალურ მედიაში ინიციატივის შესახებ ინფორმაციის დარეკლამება  (ფოტო-ვიდეო კონტენტი)

პლატფორმა orbelianimeti.ge -ზე ინიციატივის კონტენტის შექმნა და ტექნიკური მხარდაჭერა

 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება: 

კომერციულ მოგებაზე ორიენტირებული იდეები

პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა ან/და ლობირება

რელიგიური საქმიანობა

თეორიული/აკადემიური კვლევა

ტრენინგი, როგორც პროექტის ძირითადი აქტივობა ან/და სხვა ერთჯერადი აქტივობები

ინდივიდუალური ან/და ჯგუფური სამოგზაურო გრანტები

 

საკონკურსო ვადები:

  1. 8 ივლისი, 2024 წელი
  2. 5 აგვისტო, 2024 წელი
  3. 2 სექტემბერი, 2024 წელი

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: Info@orbelianimeti.ge 

 

მოგეწონა სტატია?

გააზიარე სოციალურ პლატფორმებზე