See more ideas More about us
Transparency
ENG | ARM | GEO | AZ

თეატრი ცვლილებებისთვის

Matchfunded by USAID 10,000 GEL

Campaign content

თეატრი ცვლილებებისთვის ახალგაზრდების შემოქმედებითი თვითრეალიზაციის ხელშემწყობი სივრცეებისა და სერვისების სიმცირე ქალაქ რუსთავში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ჩვენმა ინტერესმა საკითხის მიმართ გვიბიძგა თეატრის, როგორც სინთეზური ხელოვნების ხელახალი გააზრებისკენ. თეატრი ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო სარკე, რომელშიც საზოგადოება დაინახავდა საკუთარ ანარეკლს.. მაგრამ წარმოიდგინეთ თეატრი, სადაც საზოგადოება თავად ქმნის ხელოვნებას და გვიყვება საკუთარ ამბავს...   ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალგაზრდული სამოყვარულო თეატრი: სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა გახდეს შემოქმედი; სადაც ხელოვნება კომუნიკაციის საშუალებაა და გუნდურობა აუცილებელი პირობა წარმატებისთვის; სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს აღმოაჩენენ და ერთად მოძებნიან პრობლემების გადაჭრის გზებს; სადაც თითოეული პიესა იქმნება ახალგაზრდების შთაგონებით და უშუალო მონაწილეობით; სადაც სპექტაკლი ახალგაზარდების შემოქმედებითი პასუხია გამოწვევებზე; ჩვენ ვქმნით თეატრს ცვლილებებისთვის! ჩვენი დასი უკვე აერთიანებს 35 მოყვარულ არტისტს, კამპანია კი მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას შევთავაზოთ/გავუზიაროთ ეს  შესაძლებლობა. სამიზნე თანხა მთლიანად მიმართული იქნება ტექნიკური აღჭურვილობის (განათების და გახმოვანების აპარატურა) შეძენაზე და შედეგად: გაუმჯობესდება სპექტაკლების მხატვრული იერსახე, შევძლებთ თეატრი გავხადოთ მობილური, რომ ჩვენი გამოცდილება და პროდუქტი გავუზიაროთ სხვა ახალგაზრდებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. გავზარდოთ გაყიდვები, რათა ახალგაზრდების ჩართულობა გავხადოთ ანაზღაურებადი. თითოეული შემომწირველი ჩვენგან მიიღებს ორი ბილეთს საჩუქრად და დიდი სიხარულით დაგელოდებით ჩვენს სპექტაკლებზე! 

წინასწარ გიხდით გულითად მადლობას თეატრალური რევერანსით!

20 Supporter

გიორგი ტოჩილაშვილი

190.0 GEL
May 12, 2022

ნიკა დარჩიაშვილი

260.0 GEL
May 12, 2022

დავით სამუნაშვილი

1,500.0 GEL
May 12, 2022

მამუკა მუმლაძე

500.0 GEL
May 12, 2022

leri minadze

400.0 GEL
May 12, 2022

მამუკა მუმლაძე

70.0 GEL
May 12, 2022

ანონიმური

50.0 GEL
May 10, 2022

ანონიმური

300.0 GEL
May 10, 2022

მიხეილი ჭოჭუა

80.0 GEL
May 10, 2022

ზურაბ ბენდიანიშვილი

100.0 GEL
May 10, 2022

ლაშა ბოჭორიშვილი

50.0 GEL
May 10, 2022

სოფიკო ჩხიტუნიძე

20.0 GEL
May 09, 2022

გიორგი თვალიაშვილი

20.0 GEL
May 07, 2022

ანონიმური

375.0 GEL
May 07, 2022

ანონიმური

5.0 GEL
May 07, 2022

დავითი ღვაბერიძე

100.0 GEL
May 06, 2022

tamazi popkhadze

20.0 GEL
May 04, 2022

ზურაბი ბოჭორიშვილი

100.0 GEL
May 04, 2022

თეიმურაზ დალაქიშვილი

100.0 GEL
May 04, 2022

გივი ძაძამია

50.0 GEL
May 03, 2022

Not found

Campaign location