See more ideas More about us
Transparency
ENG | hy | GEO | AZ

გაუფერადე სამყარო წვირმში მცხოვრებ ბავშვებს

Matchfunded by USAID 1,400 $

1/1

Campaign content

თუ გადავხედავთ ჩვენს ცხოვრებას,ძირითადად ის წუთები გვახსოვს, ღრმა ბავშვობიდან ,რამაც ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, ლაღი და სიხარულით გაჯერებული ბავშვობა ,აუცილებლად უკავშირდება ფერად სასრიალოებს, საქანელებს, აიწონა დაიწონას და ასე შემდეგ, სუფთა ჰაერზე, ჯანსაღი  აქტივობები, რასაც ბავშვობის ჯადოსნური სურნელი ასდის, დიახ! თამაში ის აქტივობაა ,რაც ბავშვებს ფერადი სამყაროს კარს უღებს ,სადაც მუდმივად სიხარული და ღიმილი მეფობს, თუმცა არსებობეს ამ სიხარულს მოკლებული ბავშვები ,ვისთვისაც ეს ყოველივე ბავშვობის განუყოფელი ნაწილი არ არის, არამედ სევდადქცეული ოცნება.მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმიში, რომელიც მესტიიდან 18 კილომეტრში მდებარეობს,  პაწაწინა ბაღი დგას, სადაც მხიარული , ლაღი და ცნობისმოყვარე აღსაზრდელები,  ყოველ მისვლაზე ერთმანეთს ეკითხებიან ;  ,,საქანელები და სასრიალოები ხომ არ მოუტანიათ? ‘’ უარყოფით პასუხზე, მათი სიხარულით გაბადრულ სახეს სევდა ეპარება , თუმცა იმედს მაინც იტოვებენ ,,ალბათ მალე გვექნება’’, როგორც კი იჯერებენ , რომ მალე ექნებათ ნანატრი ინვენტარი ისევ მხიარულად აგრძელებენ თამაშს და თვალები სიხარულით უციმციმებთ.Პროექტის მიზანია  წვირმის ბაღის აღსაზრდელებისთვის ეზოს სათამაშოების შეძენა, რათა ბავშვები ჯანსაღი და უსაფრთხო აქტივობებით დაკავდნენ.ჩვენ შეგვიძლია მათი ოცნება მათ ყოველდღიურობად ვაქციოთ.ჩვენს ეპოქაში ბავშვები სასრიალოებზე არ უნდა ოცნებობდნენ, ერთად გავუფეროდოთ სამაყარო წვირმიში მცხოვრებ  პატარებს,უფრო ლაღი და ბედნიერი ხვალინდელი დღისთვის.