See more ideas More about us
Transparency
ENG | hy | GEO | AZ

ააშენე სკვერი პანსიონის ბავშვებისთვის

Matchfunded by USAID 7,700 GEL

Campaign content

დავიბადე და გავიზარდე ხულოში, 9 წლის ასაკში გადავედი თბილისში უკეთესი განათლების მისაღებად. თბილისში დამხვდა სულ სხვა გარემო, ცხოვრების სულ სხვა რითმი, ვიყავი მეგობრების და ახლობლების გარეშე,გარშემო კი უცნობი ქუჩები, უბნები და  განსხვავებული შეხედულების,ინტერესების მქონე  ადამიანები…   სწავლა დავამთავრე თამარ მეფის სახელობის ხელოვნების პანსიონში.  პანსიონის ბავშვებთან ყოველდღიური შეხება მქონდა და შესაბამისად ვხედავდი თუ როგორ უჭირდათ უცხო გარემოსთან შეგუება, სადაც ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან შორს იყვნენ.სკოლის დამთავრების შემდეგ, როდესაც პანსიონის გარე ტერიტორიაზევსეირნობდი, ბავშვების თეატრალურ დადგმას შევესწარი; ეს იყო თოჯინური სპექტაკლი, რომელიც მოსწავლეებმა თავიანთი რესურსებით გააკეთეს; იმ ფაქტმა თუ როგორი ბედნიერები იყვნენ ისინი ამ მცირედით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მათვის სკვერის მოწყობა გადამაწყვეტინა, სადაც ისინი არა მხოლოდ გართობას, არამედ შემეცნებას, განტვირთვას, სწავლის მოტივაციის ამაღლებას და შემოქმედებითად რეალიზებას შეძლებდნენ.    ახლა, პანსიონის ეზო, ვერ პასუოხბს ყველა იმ საჭიროებას, რაც მოსწავლეს თვითრეალიზებისთვის სჭირდება.  Პანსიონში სწავლობენ ბავშვები, როგორც მაღალმღიანი აჭარიდან, ისე ჰერეთიდან, საინგილოდან, ფერეიდნიდან და სხვა ადგილებიდანაც, სადაც მათ მშობლებს არ აქვთ საშუალება თავიანთ შვილებს ხარისხიანი განათლება და გართობა-შემეცნების მრავალფეროვნება მისცენ. პროექტის შედეგად აშენებულ სკვერს შეუძლია პანსიონის ბავშვებს ყოველდღიური ყოფა გაულამაზოს, რომელიც ხელს ტოლერანტული, ჰარმონიული, თანასწორობით და შეემეცნებით სავსე გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს. პანსიონის ბავშვებთან ერთად, სკვერით სარგებლობას შეძლებენ: თამარ მეფის სახელობის სკოლის, ასევე 129-ე და 190-ე სკოლის მოსწავლეებიც შეძლებენ.საერთო ჯამში, შეემეცნებითი და ლამაზი სკვერი, ბავშვობას 2000-მდე სკოლის მოსწავლეს გაუხალისებს. #აჩუქეუკეთესიმომავალი