პირბადეები თინეიჯერებისთვის
10.0 GEL
Goal 1,000.0 GEL, pledged of - 1.00%
1 Backers
0 Days to goCampaign Story
ვირუსის გავრცელებისგან თავის დასაცავად პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. დაგვეთანხმებით ეს არც ისე კომფორტულია. პირბადის ტარება განსაკუთრებით არასასურველი თინეიჯერებისთვისაა, რადგან ჩვენ ძალიან გვაფიქრებს ის, თუ როგორ გამოვიყურებით. ქალაქ რუსთავის მე-6 და 21-ე სკოლის მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ უფრო თხელი ქსოვილისგან შევკეროთ პრინტიანი პირბდეები. მისი ტარება უფრო კომფორტული და სასურველი იქნება. ჩვენ არა მხოლოდ მის სილამაზეზე, არამედ ხარისხზეც ვიზრუნებთ და, რა თქმა უნდა, იგი დამზადდება ყველა წესის დაცვით.
ვფიქრობთ, შევკეროთ 200 პირბადე 10 სხვადასხვანაირი პრინტით. იდეის განსახორციელებლად დაგვჭირდება როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესური. ტექნიკურ ნაწილში მხარდაჭერას გვიცხადებს რუსთავის ინოვაციების ჰაბი და კოლეჯი “მოდუსი”, მათი სივრცის გამოყენება შეგვეძლება პირბადეების დასაპრინტად. ხოლო შეკერვას საკუთარი ძალებით შევეცდებით.
პროექტის განსახორციელებლად დაგვჭირდება 1000 ლარი. მოძიებულ თანხით შევისყიდით ქსოვილს, საჭირო რაოდენობის თერმოფირებს, დავპრინტავთ და შევკერავთ პირბადეებს. პროდუქტის დამზადების შემდეგ ნაწილს შევქმნით როგორც ფეისბუქ, ისე ინსტაგრამ გვერდს და განვათავსებთ ჩვენს პროდუქტს. პირბადეების ნაწილს (დაახლოებით 70 ცალს) გავაჩუქებთ, ხოლო მეორე ნაწილს ონლაინ გავყიდით. ვფიქრობთ, ჩვენი იდეა ხელს შეუწყობს კორონა ვირუსთან ბრძოლას, ასევე სტიმულს მივცემთ მოზარდებს, რომ თავადაც სცადონ საკუთარი იდეის სტარტაპად ქცევა.
Share your thoughts and suggestions