მეტი ხე თბილისს

1,308.0 GEL
Goal 1,020.0 GEL, pledged of - 100%
48 Backers
0 Days to goCampaign Story
გინახავთ როგორ იჭრება სახლის სიმაღლე ხე? თითქოს კაცი კვდება თქვენს თვალწინ.
შარშან ჩვენს უბანში ფიჭვნარი გაჩეხეს. ნედლი ნახერხის სუნი დიდხანს იდგა. ელექტრო ხერხს საშინელი ხმა აქვს, მაგრამ მასზე უფრო საზარელი სიმაღლიდან გადმოგდებული ხის დიდი მორის ბრაგვანის ხმაა. ჩვენმა ფიჭვებმა სიმწვანე ნელ–ნელა დაკარგეს და გვიან გაზაფხულზე, ყვავილობის დროს გაფანტული მწვანე მტვერიც დიდი ხანია აღარ მოჰქონდათ. როცა ხეები წააქციეს და დაანაწევრს, იმდენი ღია, მოშიშვლებული სივრცე გაჩნდა, მთელი უბანი თითქოს ცუდად ნაგებ ფიცრულს დაემსგავსა – ღრიჭოებში ქარი და სიცივე ატანს. ყველაზე მეტი ხე სკვერში მოჭრეს. აქაურობას რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს, მაგრამ ახლა აქ უფრო მეტი, მიწის დონეზე გადაჭრილი კუნძია, ვიდრე ხე. 90–იან წლებში, როცა ყველაფერი ინგრეოდა და მარტო გარაჟები შენდებოდა, აქაურობა მოსახლეობამ 60 მანქანიანი გარაჟის მშენებლობას გადაარჩინა და სკვერი შეინარჩუნა. ახლაც იგივე ბრძოლა მოგველის – დაბალი ბორდიური ავტომობილებისთვის ადვილად გადასალახავი წინააღმდეგობაა, შენიშვნაზე კი მათი მეპატრონეები გაოცებით და ზოგჯერ ნიშნისმოგებით გეკითხებიან: ვაშავებ რამეს? აბა სად წავიყვანო?
ჩვენი პროექტის მიზანი მოღიავებული სივრცეების შევსებაა ახალი ნარგავებით – მეტი სიმწვანისთვის, მეტი ჟანგბადისთვის, ჯანმრთელობისთვის, იმისთვის რომ ციყვების ოჯახი ისევ დაბრუნდეს ჩვენს უბანში და რეკრეაციული ზონაც მხოლოდ ფორმალურად არ შეგვრჩეს.
Share your thoughts and suggestions