See more ideas More about us
Transparency
ENG | hy | GEO | AZ

“იდეების კონკურსის” გამარჯვებული ინიციატივები გამოვლინდა!

April 8, 2024

30 მარტს იდეების კონკურსის ფინალური ღონისძიება ალტე უნივერსიტეტში გაიმართა და გამარჯვებული ინიციატივები გამოვლინდა.

 

“ იდეების კონკურსში” ჯამში 147 იდეა გამოიგზავნა, შერჩეული 30 ინიციატივიდან კი ჟიურიმ 17 საუკეთესო იდეა გამოავლინა. ჟიურის შემადგენლობას ედო ფარცვანია, მარიამ მჭედლიშვილი, რატი ჭეიშვილი და თაკო ბაქრაძე წარმოადგენდნენ.

შეხვედრაზე, 30 იდეის ავტორმა საკუთარი ინიციატივის შესახებ პრეზენტაცია  ჟიურის წევრებს წარუდგინა, რის შემდეგაც ჟურიმ რჩეული იდეები გამოავლინა.

გამარჯვებული იდეების სია კი ასეთია :

 

– პროექტი DJ მკითხველი

– სარეაბილიტაციო ცენტრი მიუსაფარი კატებისთვის

– კრეატიული ოთახი

– სპორტდარბაზი მომავალი თაობისთვის

– GenLit გაძლიერებისთვის

– რას გვიამბობს სახლი: ვასწავლოთ ბავშვებს საქართველოს ისტორია სახალისოდ

– ზინობიანის ეთნოგრაფიული სივრცე

– თანამედროვე არაფორმალური სივრცე უჩმანელი მოსწავლეებისთვის

– ვაჩუქოთ ერთმანეთს მზიანი დღეები

– გავუხალისოთ სიცოცხლე ბებია-პაპებს

– მოვუწყოთ ბიბლიოთეკა ვერონელ ბავშვებს

– ფოთის შშმ პირებისთვის საინტერესო გარემოს შესაქმნელად

– სპორტული ცოცვა ჯანსაღი მომავლისთვის

– ერთად გავაძლიეროთ რაჭა და შევქმნათ “რაშოვდა” – მულტიფუნქციური სივრცე ზემო რაჭაში

– ბომბორას აკადემია

– “იზრუნე და გაახარე” მწვანე გაკვეთილები

– ჩვენი ეზოს ბიბლიოთეკა!

 

15 აპრილს კი მხარდამჭერებს შესაძლებლობა მიეცემათ დეტალურად გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შემოსულ საინტერესო ინიციატივებს ჩვენს პლატფორმაზე და დაეხმარონ იდეის ავტორებს ინიციატივების განხორციელებაში.

Did you like the article?

Share on social platforms