dev.orbelianimeti.ge საქართველოში სახალხო დაფინანსების პირველი პლატფორმაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური პროექტების განხორციელებას, დაეხმაროს და მიცეს მოტივაცია ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და სურვილი განახორციელონ საინტერესო პროექტები და შეცვალონ ან უკეთესი გახადონ თავიანთი ქალაქი თუ რეგიონი. ასევე, დაინერგოს Crowdfunding-ის კულტურა საქართველოში. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა.

ორბელიანი მეტის პლატფორმაზე „იდეების კონკურსი“ მიმდინარეობს , რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გააგზავნოს საკუთარი ინიციატივა, რომელიც კონკრეტულითემის თუ საზოგადოების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.

 

„იდეების კონკურსი“ 2020 წლიდან USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და ცდილობს დაეხმაროს ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სოციალურ მეწარმეებსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად თანადაფინანსების პრინციპით.

 

იდეის ავტორებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მოაგროვონ პროექტისთვის სასურველი თანხის 30%, ხოლო 70% „ორბელიანი მეტის” დონორი ორგანიზაციის მიერ იფარება. ისინი პლატფორმაზე 2 თვის განმავლობაში შეძლებენ აწარმოონ ქრაუდფანდინგ კამპანია და საკუთარი ინიციატივა უცხო ადამიანების დახმარებით რეალობად აქციონ.