გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

ერთად ბედიანის ახალგაზრდებისთვის

1/6

კამპანიის შინაარსი

თქვენ შეგიძლიათ წალკის მუნიციპალიტეტის, დაბა ბედინაში მცხოვრები ახლაგაზრდების რეალობის შეცვლა!
წალკის მუნიციპალიტეტში, არის ერთი ულამაზესი დაბა ბედიანი. აქაური ბუნება, მისი მთებით ტყით და ლამაზი კამკამა მდინარით, ყველა  მნახველს, აყვარებს თავს და სამუდამოდ რჩებათ  მათ მეხსიერებაში. დაბა ბედიანში საბჭოთა კავშირის დროს დაარსდა დიდი ფსიქიატრიული სავადმყოფო სადაც იმ დროისთვის 700 პაციენტი ყავდათ. სწორედ ამან განაპირობა, ბედიანში მოსახლეობის ჩამოსახლება. ამ პატარა დაბას ქონდა უამრავი ინფრასტურქტურა; საჯარო სკოლა, სპორტ-დარბაზი, ბიბლიოთეკა, კინოთეატრი, საბავშო-ბაღი, მაღაზია, სასტუმრო, კლუბი .. სამწუხაროდ დღეის მდგომარეობით, მხოლოდ საჯარო სკოლა ფუნქციონირებს და სხვა ყველაფერი განადგურებულია.
მოსახლეობა რომელიც დღეს აქ ცხოვრობს უკიდურესად გაჭირვებულია, ბავშვებისთვის კი არანაირი შემეცნებითი და გასართობი საშუალება არ არსებობს.
ჩემი სურვილი და მიზანია აქ მცხოვრები ბავშვებისთვის დავაარსო მეკლდეურთა კლუბი, სადაც ყველა მსურველი უსასყიდლოდ ივარჯიშებს. ბავშვების სპორტულ აქტივობაში ჩართულობით, ვფიქრობ ხელი შეეწყობა მათ სოციალურ გარემოში უკეთესად ინტეგრირებისთვის.
მოხდება მათი  ჩართულობა შეჯიბრბებზე მონაწილეობით, რაც იგულისხმება ,მათი გაყვანა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, როგორც შეჯიბრებებზე ისე შეკრებებზე. მოგეხსენებათ მეკლდეურობა, ერთერთი მიმზიდველი სპორტული სახეობაა მთელ სოფლიოში, მისი პოპულარობა დღითიდღე იმატებს, რასაც მოწმობს, ამ სპორტის ოლიმპიურ სახეობად გამოცხადება. ყველა გავნითარებულ ქვეყნებში ერთერთ მიმზიდველ სპორტულ აქტივობად ითვლება სკოლებში დანერგვის მიზნით.  ბავშვების ადრეული ასაკიდანვე ფიზიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სპორტული სახეობაა. ბედიანის მეკლდეურთა კლუბის დაარსებით გარდა სპორტული აქტივობისა, ბავშვები ჩაერთვებიან სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში. მაგ. დასუფთავების, გამწვანების და საქართველოს სხვადასხვა ისტორიული ძეგლების მონახულების აქვტობებში.   ვფიქრობ მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ პროექტი მოიცავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, რაც გამოხტაული იქნება ბიჭებისა და გოგონების თანაბარ პირობებში ჩართულობას ასევე ეთნიკური ჯგუფების გაერთიანებას (მოგეხსენებათ დაბა ბედიანში ცხოვრობენ ქართველი, სომეხი და ბერძენი მოსახლეობა) და სპეციალური საჭროების მქონე ბავშვებისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარებას. მეკლდეურთა კლუბის დაარსების შემთხვევაში მის სამომავლო პერსპექტივის კუთხითაც აქვს ძალიან დიდი განვითარების შესაძლებლობა. აქ შესაძლებელი იქნება მოეწყოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკლდეურთა ბანაკი. დაბა ბედიანის გამგებელმა, გამოგვიყო ერთ-ერთ შენობაში ოთახი, სადაც უკვე დავიწყეთ დასუფთავების და მოსამზადებელი სამუშაოები.  

ბედიანის ბავშვები თქვენს მხარდაჭერას ელიან!