გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

ახალი სიცოცხლე ოკამის პარკს

1/5

კამპანიის შინაარსი

ერთად გავაცოცხლოდ, საოკუპაციო ხაზთან მყოფი, სოფელ ოკამის პარკი !
  სამწუხაროდ, 2008 წელს რუსულმა ტანკებმა სოფელ ოკამსაც დაამჩნიეს თავისი კვალი, ოკუპანტებმა რამდენიმე წლით სოფელს სარწყავი წყალი გადაუკეტეს, რამაც დააზარალა სოფლის მეურნეობა და შეცვალა სოფლის მოსახლოების ცხოვრების რიტმი. ჩვენი მიზანი : ამ პროექტის გამოცხადების შემდგომ მე და ჩემს მეგობრებს, რომლებიც ცხოვრობენ სოფელ ოკამში გაგვიჩნდა სურვილი გაგვეუმჯობესებინა ჩვენი სოფლის მოსახლეობისათვის დასასვენებელი/რეკრეაციული პარკის ინფრასტრუქტურა.

ამიტომაც გვსურს ჩვენი კამპანია  მივმართოთ სოფლის ერთადერთი სარეკრეაციო პარკის გაუმჯობესებას, რომელიც  მდებარეობს სოფლის შემოსასვლელში. მოსახლეობა ამ ტერიტორიას "გამწვანება"-ს სახელით მოიხსენიებს, რომლის საერთო ფართობი დაახლოებით 5 ჰექტარს შეადგენს და უმეტესად შედგება წიწვოვანი ხეებისაგან, რომელსაც აქვთ სამკურნალო თვისება. საბჭოთა პერიოდში " გამწვანება"თავშეყრის მნიშვნელოვანი ადგილი იყო, თუმცა წლების მანძილზე მიტოებული და მოუწესრიგებელი გახდა. რამოდენიმე წლის წინ მოსხლეობის თხოვნით შემოიფარგლა პარკის ტერიტორია, რათა დაცული ყოფილიყო ცხოველებისაგან, თუმცა სხვა სახის ინფტრასტრუქტურული საქმიანობა არ ჩატარებულა.

რისთვის გვჭირდება თანხა?    ამ კამპანიით გვუსურს მოსახლეობას შევთავაზოთ განახლებული დასასვენებელი პარკი, სადაც იქნება :
  1. საბავშვო გასართობი ობიექტები (საქანელები, სასრიალო, ჰამაკი)
  2.  საპიკნიკე სივრცე (მაგიდა, სკამები)
  3. დასასვენებელი სკამები
  4. ნაგვის ურნები
  5. საფრენბურთო, საფეხბურთო და საკალათბურთო მცირე მოედნები, რომლებიც ამჟამად სრულიად დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს.
ჩვენ ვიმედოვნებთ რომ პლატფორმის საშუალებით შევაგროვებთ 3700 ლარს,  ხოლო მეორე ნახევარს ორბელიანი დაგვეხამრება.
თანხების განკარგვას მოხდება მაქსიმალური გამჭირვალობით !
პარკის  ინფრასტრუქტურის მოწყობა ძალზედ მნიშვნელოვანია სფლის მოსახლოებისათვის, განსაუთრებით კი ახალგაზრდებისათვის, რათა პარკს დაუბრუნდეს "სიცოცხლე' და გახდეს თავშეყრის მთავარი ადგილი.  განახლებული პარკი ღია იქნება ნებისმიერი ადამიანისათვის, რომელიც გადაწყვეტს ესტუმროს ამ საოცარ ადგილს ადგილს. თვალი გვადევნეთ სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილ ფეისბუქ ჯგუფზე !
იმედი გვაქვს საზოგადოების გვერდში დგომის, თითოეულ შემოწირულობას არსებითად დიდი მნიშვნელობა აქვს სოფელ ოკამის  მოსახლეობისათვის!