გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

ისწავლე მათემატიკა ანიმაციებით

1/1

კამპანიის შინაარსი

მათემატიკა ძალიან ბევრი ბავშვისთვის რთულად ასათვისებელი საგნებია. დისტანციური სწავლების პირობებში კი კიდევ უფრო გართულდა ამ საგნების სწავლება. ქალაქ რუსთავის მე-9 კლასის სამმა მოსწავლემ გადავწყვიტეთ, მათემატიკის სასწავლო მასალაზე შევქმნათ 10 ანიმაცია. წარმოიდგინეთ, წილადებს, პროცენტებს, სიმეტრიას და კიდევ ძალიან ბევრ მასალას ანიმაციებისა და თამაშების მეშვეობით რომ სწავლობდნენ მოსწავლეები, რამდენად გაიზრდებოდა მათი ინტერესი და მოტივაცია.  ანიმაციების შინაარსობრივ ნაწილზე ვიმუშავებთ Future Laboratory-სთან ერთად, ხოლო ტექნიკურ ნაწილში დაგვეხმარებიან ბიზნებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები. შევეცდებით, ანიმაციებში გამოჩნდეს მათემატიკის კავშირი რეალურ ცხოვრებასთან. ანიმაციები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. ჩვენი პროექტი არა მხოლოდ გაამარტივებს და სახალისოს გახდის რთული საკითხების შესწავლას, არამედ განათლების ხელმისაწვდომობასაც შეუწყობს ხელს.  დაახლოებით ერთი თვე დაგვჭირდება იმისათვის, რომ მსგავსი რესურსები შევქმნათ. პროექტის განსახორციელებლად კი 400 ლარი გვჭირდება. მოძიებული თანხა დაგვეხმარება იმაში, რომ პროფესიონალების დახმარებით უკეთ ვისწავლოთ ანიმაციის შექმნა, ასევე, პროექტში ჩავრთოთ მასწავლებლებიც, რომლებიც შინაარსობრივ ნაწილში მიიღებენ მონაწილეობას.   

4 მხარდამჭერი

ემზარი ხიზანიშვილი

5.0 
September 28, 2020

მარიამ გაბედავა

10.0 
September 24, 2020

ესმა ურუმაშვილი

3.0 
September 24, 2020

ინგა ანდიაშვილი

10.0 
September 24, 2020

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია