გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

ასწავლე ჩეტბოტს, სად კითხულობენ ადამიანები წიგნებს

1/1

კამპანიის შინაარსი

გადავწყვიტეთ, რომ ქალაქ რუსთავის ჩეტბოტს დავამატოთ ინფორმაცია ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების შესახებ. სი ბოტი პირველი ხელოვნური ინტელექტია, რომელიც საჯარო მოხელედ დააპროგრამეს. ამჟამად მას შეგიძლიათ ჰკითხოთ სოცილაური სერვისების, მუნიციპალური ქონების შესახებ, ასევე, მიიღო საჯარო ინფორმაცია რუსთავის შესახებ. ჩვენ გვსურს, რომ სი ბოტი რუსთავში არსებულ ბიბლიოთეკებზეც ფლობდეს ინფორმაციას. მკითხვლებს შეეძლებათ, მისწერონ ჩეტბოტს და გაიგონ, არის თუ არა მათთვის სასურველი წიგნი ბიბლიოთეკაში. ჩეტბოტში აიტვირთება რუსთავში არსებული ყველა ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი.    ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ წიგნები და ტექნოლოგიები ერთმანეთთან შეუთავსებელი მოვლენებია, ჩვენ შევეცდებით შევცვალოთ საზოგადოებრივი აზრი და ტექნოლოგიები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მკითხველად ყოფნა უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს.    რუსთავის მერიასთან თანამშრომლობით შევძლებთ, რომ პროექტის პროგრამულ უზრუნველყოფაშიც მივიღოთ მონაწილეობა. მადლობა გვინდა გადავუხადოთ არსენ სებისკვერაძეს, სწორედ მან გაგვათვითცნობიერა ჩეტბოტი მუშაობის პრინციპებში.    პროექტის განსახორციელებლად დაგვჭირდება 800 ლარი. მოძიებული თანხა ჩეტბოტის პროგრამულ უზრუნველყოფას მოხმარდება, ასევე შევეცდებით, რომ ჩეტბოტის პოპულარიზაციისთვის დავბეჭდოთ ბრუშურები, რომლებსაც განვათავსებთ ბიბლიოთეკებში და ამ გზით მკითხველებს მივაწვდით ინფორმაციას ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგისა თუ ჩეტბოტის მუშაობის შესახებ. 

2 მხარდამჭერი

თათა თათა

5.0 
September 14, 2020

ქეთი ქააძე

80.0 
September 14, 2020

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია