გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

ვირუსთან ბრძოლის ინოვაციური პროგრამა

1/1

კამპანიის შინაარსი

სულ ცოტა ხნის წინ უცნაური რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. დავიწყეთ მაღაზიებში, აფთიაქებში, სახლებშიც კი ადამიანების რაოდენობის თვლა. ამ ამბავს მომზადებული არავინ დახვედრია, მაგრამ ახალმა გამოწვევებმა ახალი ინიციატივებიც გააჩინა, ჩვენი პროექტი კი სწორედ ასეთია. მე და თამარი მეათე კლასში ვართ, “აიდიათონის” ფარგლებში გავიცანით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტის სტუდენტი გუჯა ლომსაძე. ჩვენ ერთობლიბად გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა პროგრამა, რომელიც გააადვილებს ვირუსის კონტროლს მაღაზიებში, ოფისებსა თუ სხვა დაწესებულებებში.   ჩვენ შევქმნით პროგრამას, რომელიც მიებმება კონკრეტული დაწესებულების კამერებს. სწორედ ვიდეო თვალის მეშვეობით შევძლებთ ვაკონტროლოთ ადამიანების რაოდენობა, დისტანციის დაცვის ხარისხი და მათი ტემპერატურაც კი. ეს მექანიზმი კომპანიებს დაეხმარება, რომ ადამიანური რესურსის გარეშე აკონტროლოს და დაიცვას სოციალური დისტანცია, პროგრამა ჩაანაცვლებს იმ ადამიანებს, რომლებიც ახდენენ მაღაზიაში შემსვლელთა რაოდენობისა და ტემპერატურის კონტროლს.   პროექტის განსახორციელებლად გვჭირდება 1000 ლარი. პროგრამის დაწერაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების სტუდენტებიც მოგვეხმარებიან, რაც ხარჯებს ამცირებს და საკმაოდ მასშტაბურ პროექტს დაბალბიუჯეტიანს ხდის. 

1 მხარდამჭერი

ანონიმური

5.0 
September 17, 2020

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია