გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

რას გვიამბობს სახლი – ისტორიის წიგნი ბავშვებისთვის

Matchfunded By USAID Civil Society Engagement Program

1/3

კამპანიის შინაარსი

ჩვენ ვქმნით ილუსტრირებულ წიგნს ლეო ქიაჩელის ქ.20-ში მდებარე ბინაზე, რომლის მიზანია საინტერესოდ და კარგად აღსაქმელი ფორმით თბილისის მრავალფეროვანი ისტორიის მოყოლა ერთი არაჩვეულებრივი ბინის მაგალითზე. ეს ბინა ისტორიულად ეკუთვნოდა ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, ექიმსა და მეცნიერს - მიხეილ გედევანიშვილს. მიხეილ გედევანიშვილი იყო ილია ჭავჭავაძის და ბევრი ცნობილი საზოგადო მოღვაწის მეგობარი და თანამოაზრე, მან ჩამოიტანა საქართველოში პირველი რენტგენის აპარატი, გამოგონებიდან 1 წლის შემდეგ; მისი ავტორობით გამოიცა არაერთი ნამუშევარი ფსიქოლოგიის დარგში, მათ შორის ბავშვთა ფსიქოლოგიის საკითხებით. ის იყო აქტიური ქველმოქმედი და ინოვატორი. ზუსტად ამ სახლის კედლებში დაარსდა პირველი ქართულ ენოვანი საბავშვო ბაღი, იქნა გამართული პირველი ქალთა კრება, რომლის შედეგად ქალებმა მოიპოვეს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. პროექტის ფარგლებში, ზუსტად მიხეილ გედევანიშვილის ბინის ისტორიით იქნება მოთხრობილი მე-19 და მე-20 საუკუნის ამბები, მოვლენები და ფაქტები ძალიან საინტერესო და სახალისო ფორმატით. მ თავარი ამოცანები: - მაქსიმალურად მარტივ და გასაგებ ენაზე, საინტერესო და თვალსაჩინო ილუსტრაციების მეშვეობით მიაწოდოს ინფორმაცია მკითხველს; - გახადოს საქართველოს უახლესი ისტორია შესასწავლად საინტერესო ბავშვებისთვის და ადვილად მოსაყოლი დიდებისთვის; - გაზარდოს ინტერესი და მოთხოვნა თბილისის ღირშესანიშნაობების მიმართ; - გახდეს შთაგონების წყარო მკითხველისთვის ერთად გამოვცეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო წიგნი! პროექტი მზად არის, დარჩენილია ბეჭდვის საფასურის შეგროვება.