გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

Მწვანე გაკვეთილები ბორჯომში მცხოვრები შშმ პირებისთვის

Matchfunded By USAID Civil Society Engagement Program

1/1

კამპანიის შინაარსი

მე ვარ თიკო ლაღიძე, ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგი სკოლაში, ასევე ეკოკლუბ ‘’მწვანე სივრცე’’-ს ხელმძღვანელი და მოხალისე მოხუცთა თავშესაფარში . მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და ბუნებაში ფეხით სიარული. უკვე რამოდენიმე წელია აქტიურად ვერთვები და თავადაც ვახორციელებ სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებსა თუ პროექტებს , როგორებიცაა გარემოსდაცვითი , სოციალური და სხვა . სწორედ ამ მიზნით , მინდა გაგიზიაროთ ჩემი პროექტი, რომელის შესახებაც უფრო დეტალურად ქვემოთ მოვყვები: ‘’იზრუნე და გაახარე’’ - მწვანე გაკვეთილები აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენს ეკოცნობიერების ამაღლება და გარემოსადმი ზრუნვის უნარჩვევების გამომუშავება ბორჯომში მდებარე დღის ცენტრი ‘’თებე’’-ს წევრებისთვის. ცენტრის ბენეფიციარები არიან შშმ პირები და განსაკუთრებულად ესაჭიროებათ ისეთი უნარების გამომუშავება, რომელიც მათ სამომავლოდ წაადგებათ და დაეხმარებათ ყოფაცხოვრებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრს აქვს საკუთარი სივრცე , სადაც შესაძლებელია მცირე სასათბურე მეურნეობის მოწყობა (კონსტრუქცია არის) , საკუთარი ბიო-პროდუქტის წარმოება და მწვანე საფარის განაშენიანება ამ ტერიტორიაზე, აადვილებს სხვადასხვა მწვანე აქტივობის განხორციელებას პრაქტიკაში. სწორედ ამ მიზნით, გადავწყვიტე პერიოდულად ვესტუმრო ცენტრს, ბენეფიციარებს ჯერ თეორიულად ჩავუტარო მწვანე გაკვეთილები და შემდგომ აღნიშნული ინფორმაციის პრაქტიკაში განხორციელებაც მოვახდინოთ . თეორიული ცოდნისთვის გაკვეთილები მოიცავს შემდეგ თემებს :
  • საქართველოს წითელი ნუსხის მცენარეები და მათზე ზრუნვა
  • კომპოსტი , როგორც ბიოსასუქი და მისი მომზადების პრინციპები
  • ნერგების გამოყვანა ოთახის პირობებში
  • ოთახის მცენარეების მნიშნელობა და მათზე ზრუნვა
პრაქტიკული ნაწილი :
  • კომპოსტის დამზადება და მისი გამოყენება
  • ნერგების გამოყვანა და ღია გრუნტში გადატანა
  • ოთახის მცენარეების მოშენება და მათზე ზრუნვა
  • საქართველოს წითელი ნუსხის მცენარეებზე ზრუნვა
საჭირო რესურსები :
  • რესურსი ნერგების გამოსაყვანად (თესლები, საჩითილე კონტეინერები, ნიადაგი და სხვა )
  • რესურსი თეორიული გაკვეთილებისთვის (ლიტერატურა, საკანცელარიო მასალა)
  • კონტეინერი კომპოსტისთვის
  • სხვადასხვა ზომის ქოთნები
პროექტი ასევე მდგრადი განვითარების მიმართულებითაც საკმაოდ მნიშნელოვანია, მოხდება ეკოცნობიერების ამაღლება, გარემოზე ზრუნვის უნარების გამომუშავება, ნარჩენების სწორი მართვა .