გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

ზინობიანის უდიური ეთნოგრაფიული სივრცე

Matchfunded By USAID Civil Society Engagement Program

1/1

კამპანიის შინაარსი

საქართველოს ერთადერთ უდიურ სოფელში მდგარ ყველაზე ძველ, 100 წლოვან სახლს სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება. უდიები კავკასიის ალბანელთა შთამომავლები არიან და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მცირერიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. საქართველოში უდიები დაალხოებით 102 წლის დასახლდნენ და მალევე შეუდგნენ სოფლის მშენებლობას. აღნიშნული სახლი ზუსტად სოფლის ასაკისაა. ის წარმოადგენს უდიური თემის და ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს. რეაბილიტაციის შემდეგ სახლში იგეგმება ეთნოგრაფიული სივრცის შექმნა, რომელი ღია იქნება ვიზიტორებისთვი და ასევე, ადგილობრივებისთვის - აქ გაიმართება სხვადასხვა საინტერესო შეხვედრები უდიური თემის წარმომადგენლების ჩართულობით, სოფლის, მუნიციპალიტეტისა და რეგიონის მოსახლეობის მონაწილეობით. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ჩვენ ვაპირებთ სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხების მობილიზებას.   ერთი საუკუნის წინ, როდესაც უდიები საქართველოში დასახლდნენ ქართული საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი გაერთიანდა უდიების დასახმარებლად, ახლა ჯერი ჩვენზეა: ერთად გადავარჩინოთ და ახალი სიცოცხლე შევძინოთ ზინობიანისა და ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.