გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

მოაწყვე ციფრული ოთახი წალკელი ბავშვებისთვის

Matchfunded by USAID 3,500 $

1/2

კამპანიის შინაარსი

ჩვენ ვართ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთში არსებულ წალკის #2 საჯაროს სკოლასთან შემოერთებულ სკოლის მასწავლებლები: სოფო თავართქილაძე, თუნთულა ანთაძე და ნაზი ჯიმშერაძე, ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი გულისხმობს ამავე სკოლაში მოვაწყოთ ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოთახი, რათა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცეთ საშუალება სასწავლო პროცესი იყოს უფრო მეტად მოქნილი და სახალისო.აღნიშნული სკოლა მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთში, სადაც მოსწავლეებს სწავლა მხოლოდ მე-6  კლასამდე შეუძლიათ (სულ 32 მოსწავლე). მე-6 კლასის დამთავრების შემდეგ ისინი რაიონის სხვადასხვა სკოლებში მიდიან. ხშირია მოსწავლეთა სკოლიდან გადასვლის შემთხვევები, მიზეზებს შორის ერთერთი არის სკოლაში არსებული რესურსების ნაკლებობა, კონკრეტულად კი ტექნოლოგიური რესურსები. მაშინ, როდესაც 21-ე  საუკუნეში თითოეულ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს  ციფრული განათლების უპირობო საშუალება, სამწუხაროდ, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ეს საშუალებაც შეზღუდულად აქვთ.ვიცით, რომ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერ  სასკოლო საგანში. მოსწავლეებმა ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალური განათლებაც უნდა მიიღონ ციფრული ტექნოლოგიების ხელშეწყობით, თუმცა ბიუჯეტის სიმცირე, საშუალებას არ გვაძლევს მოცემული პრობლემა აღმოფხვრათ ჩვენს სკოლაში.თითქმის ყოველდღე გვესმის მოსწავლეთა და მასწავლებელთა წუხილი, რომ სასწავლო გეგმაში გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება შეუძლებელია ან, უკეთეს შემთხვევაში, რთულია ტექნიკის არარსებობის გამო, არადა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა აბსოლუტურად მორგებულია ტექნოლოგიებს და მისი მეშვეობით განსახორციელებელ აქტივობებს.სამწუხაროდ, კომპლექსური დავალებების ან სხვა დავალებების შემთხვევაში, მოსწავლეებს არ აქვთ საშუალება ამობეჭდონ რესურსი, რადგანაც სკოლში არ არის პრინტერი და მასწავლებლებს რაიონის სკოლაში უწევთ წასვლა მასალების ამოსაბეჭდად.ჩვენი სკოლის მრავალფეროვნებიდან და თვითონ წალკის მულტიკულტურულობიდან გამომდინარე, ხშირად გვქონია არაფორმალური ღონისძიებებიც, საუბრები ეთნიკურობაზე, განსხავებულობასა და სხვადასხვა საჭირო საკითხებზე, მაგრამ არ გქვონია  მონიტორი ან პროექტორი, რომ მოსწავლეებს არა მოსმენით, არამედ ნანახით შეესწავლათ ესა თუ ის საკითხი.სხვადასხვა ღონისძიებაზე კი ფიზიკურად ვერ ხდება მოსწავლეთა ეფექტიანად ჩართვა, რადგან სკოლის სივრცეში არ არის ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ოთახი საჭირო ინვენტარით.ტექნოლოგია  თითქოს ყველგან უნდა იყოს  და იგი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთანაც უნდა იყოს გადაჯაჭვული, თუმცა არის ბევრი თუმცა... განსაკუთრებით კი სოფლის სკოლებში. მაშინ, როცა საკლასო ოთახში ტექნოლოგიების მიზანმიმართულად გამოყენება სწავლებისთვის მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს და საგანმანათლებლო პროცესს უფრო ხელმისაწვდომსა და მოქნილს ხდის, ტბეთის მოსწავლეებს ეს ფუფუნება ნაკლებად კი არა, ვგონებ, საერთოდ არ აქვთ. ჩვენ გვსურს, ჩვენი მოსწავლეების  ისეთი მრავალფეროვანი სივრცე, სადაც სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის იქნება არა მხოლოდ საინტერესო.ჩვენ თქვენი დახმარებით შეგვიძლია ჩვენი მოსწავლეების ოცნებას ფრთები შევასხათ,ტექნოლოგიების სამყაროში თითოეული ის ნივთი რასაც შევიძენთ მათი წარმატების საწინდარია.გვჯერა თქვენს თითოეულ ლარს  ჯადოსნური ძალა აქვს.