გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

ჯადოსნური ეკრანი

Matchfunded by USAID 1,400 GEL

1/1

კამპანიის შინაარსი

ყველა ბავშვობიდან მოვდივართ და ის ჩვენი ცხოვრების ყველაზე ფერადი ნაწილია, თუმცა ყველა ადამიანის ბავშვობა თანაბარ ფერთა რაოდენობას როდი შეიცავს...   დუშეთის რაიონის ერთ პატარა სოფელში, რომელსაც ებნისი ჰქვია, მდებარეობს საჯარო სკოლა, სადაც წელს სულ 6 ბავშვი სწავლობს. მოსწავლეთა სიმცირის გამო სკოლა 2010 წლიდან დაექვემდებარა მეზობელი სოფლის, ჭილურტის საჯარო სკოლას და დღეს თვითონაც ამ სახელს ატარებს. სოფლის მოსახლეობას არ ტოვებს იმის შიში, რომ სკოლა ბავშვთა სიმცირის გამო სრულიად გაქრეს ებნისში. ეს ხომ ერთადერთი ობიექტია, რაც დღემდე კიდევ აჩერებს სოფლიდან მიგრაციას.  მოზარდებს არ მიუწვდებათ ხელი არავითარ წრეზე, შემეცნებით თუ გასართობ საშუალებებზე, ამიტომ ახალგაზრდობაც ნაკლებად უბრუნდება საკუთარ სოფელს და აღარავის მიჰყავს ბავშვი ამ სოფლის სკოლაში. Თავისი მცირეკონტიგენტიანობის გამო სკოლის ბიუჯეტი ვერ სწვდება ისეთი აუცილებელი სასკოლო რესურსების შეძენას, როგორიცაა ტექნიკა - ლეპტოპი,პროექტორი და ა.შ.  ჩემი მიზანია, ამ პატარა სოფლის ბავშვებს მცირედით მაინც გავუფერადო ცხოვრება და დავაარსო კინომოყვარულთა კლუბი, სადაც გაიმართება კინოჩვენებები, რის შემდეგაც იქნება დისკუსია, განიხილავენ ნანახ ფილმებს და ა.შ. კარგ ამინდებში ფილმის ჩვენება მოეწყობა ღია ცის ქვეშაც, სადაც თემის სხვა წარმომადგენლებსაც შეეძლებათ დასწრება. ეს პროექტი სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ბავშვებს, რომ აიმაღლებენ ინტელექტს, განივითარებენ სააზროვნო უნარებს და სხვა, არამედ სოფლის მოსახლეობასაც, რადგან მათთვის ეს იქნება სასარგებლოდ განტვირთვის საშუალება და სოფლის ცხოვრება აღარ იქნება მოსაწყენი რუტინა. ამისათვის მჭირდება შენი დახმარება - შენ შეგიძლია გაუფერადო ებნისელ ბავშვებს ცხოვრება!  

12 მხარდამჭერი

ანონიმური

190.0 
October 25, 2022

Giorgi Kiviladze

100.0 
October 17, 2022

ანონიმური

50.0 
October 17, 2022

არჩილ ოქროპირიძე

50.0 
October 15, 2022

კახაბერ ლომაძე

20.0 
October 13, 2022

ანონიმური

60.0 
October 07, 2022

სოფიკო კიკილაშვილი

10.0 
October 06, 2022

ირაკლი ლომსაძე

10.0 
October 06, 2022

ანონიმური

50.0 
October 06, 2022

ნინო ფიროსმანაშვილი

30.0 
October 05, 2022

ანონიმური

20.0 
October 05, 2022

Anuka Lomidze

11.0 
October 05, 2022

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია

500

გაცემული კონტრიბუცია

მოსწავლეთა მიერ დამზადებული სამადლობელო ბარათები