-
განათლება
შეცვალე განათლების ხარისხი და მასზე ხელმისაწვდომობა
-
ჯანმრთელობა
შექმენი გარემო უკეთესი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
-
გარემოს დაცვა
იზრუნე დედამიწის მომავლზე და დაუჭირე მხარი გარემოსდაცვით ინიციატივებს
-
სტარტაპი
გააძლიერე უნიკალური პროდუქტები და შექმენი ინოვაციები.
-
ცხოველებზე ზრუნვა
იზრუნე ცხოველების უკეთეს გარემოზე
-
კულტურა/ხელოვნება
შექმენი კულტურულ სივრცეები, განავითარე კრეატიულობა შენს თემში
გაეცი მეტი
თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ მეტი ცვლილებისა და მეტი განვითარების უზრუნველყოფას
ყველა ინიციატივა
"ორბელიანი მეტის“ გადაწყვეტილებით, იქმნება ქრაუდფანდინგის კამპანია საქართველოში მყოფი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად!
ამ დროისათვის საქართველოში რამდენიმე ათასი უკრაინის მოქალაქე იმყოფება შინ დაბრუნების იმედით!
სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტები, კერძო და არასამთავრობო სექტორი აქტიურად გამოხატავენ მხარდაჭერას, პატივისცემასა და სიყვარულს უკრაინელი ერის მიმართ. თბილისში გამართული აქციებით ვცდილობთ, მივაწვდინოთ ხმა და ვაგრძნობინოთ მხარდაჭერა გმირ უკრაინელ ხალხს! არაერთი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა საქართველოდან უკრაინაში მოქალაქეების აქტიური ჩართულობით. მოხალისეობრივრად კი რამდენიმე ათეული ადამიანი უკრაინაში გაემგზავრა.
ჩვენ, საქართველოში მყოფი რიგითი მოქალაქეები
ვცდილობთ,
გამოვხატავთ,
გვტკივა,
განვიცდით
და ვფიქრობთ...
ვფიქრობთ, იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმაზე #მეტი ვიდრე ვაკეთებთ?!
„ორბელიანი მეტის“ გადაწყვეტილებით, აქ და ახლა მნიშვნელოვანია საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის ვიქცეთ #მეტ იმედად, #მეტ მხარდამჭერად, #მეტ მეგობრად, #მეტ ერთობად და #მეტ სიკეთედ.
საჭიროა ჩვენი სრული მობილიზება საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების მხარდასაჭერად.
კამპანია, #მეტიუკრაინისთვის მიზანია უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის თანხის შეგროვება, რომელიც მოხმარდება მათ საჭიროებებს.
2 აპრილს, "ორბელიანი საქართველოს" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, შევხვდებით საქართველოში მყოფ უკრაინელ ხალხს, სადაც გაგვიზიარებენ ინფორმაციას თუ რა სჭირდებათ, რა სურთ, რა განწყობა აქვთ და როგორ შეიძლება მხარი დავუჭიროთ. სწორედ მათი ხმა გადაწყვეტს, როგორ დავხარჯავთ შეგროვილ თანხას, რომ ვუპასუხოთ მათ საჭიროებებს.