გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

ცოდნის ოდა

Matchfunded by USAID 10,000 GEL

1/2

კამპანიის შინაარსი

როგორ დავიწყეთ...
მას შემდეგ რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე საკუთარი თავის გამოცდის და განვითარების ბევრი შესაძლებლობა აღმოვაჩინე, რომელიც სკოლის პერიოდშიც არსებობდა ჩემს გარშემო. ამას თან ერთვოდა ანტაგონიზმის განცდა, რომ „აქამდე სად ვიყავი“. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა აზრი, რომ განვითარების შესაძლებლობის მოძებნა/არსებობა საზოგადოების თითოეულ წევრს გვიკავშირდება. სალამი, ჩემი სახელია ვაჟა და მსურს მოგიყვეთ ჩემი პატარა და საჭირო ინციატივის შესახებ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის... მე და მამა, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორია, სოფელ მეორე ობჩის და მეორე სვირის სკოლებში (300 მოსწავლემდე), სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ხშირად ვატარებდით სამოქალაქო და პროფესიულ აქტივობებს. ამ პროცესში, ახალგაზრდებში ვხედავდით არაფორმალური სივრცის საჭიროებას სადაც ასეთ აქტივობებს უფრო განგრძობადი ხასიათი ექნებოდა და ახალგაზრდებს უფრო მეტ არაფორმალურ განათლებაზე ექნებოდათ წვდომა. სწორედ ასე გაჩნდა მისწრაფება ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩაში, ახალგაზრდებისთვის „ცოდნის ოდის“ შექმნის, რომელიც გააერთიანებდა საკონფერენციო, საბიბლიოთეკო და კომპიუტერულ სივრცეებს.
სად ვართ ახლა?
2020 წელს, როცა პანდემიის დროს ყველაფერი შედარებით შენელდა და სოფელში უფრო დიდ დროს ვატარებდი, მე და მამამ აქტიურად დავიწყეთ „ცოდნის ოდის“ გაკეთება ძველი იმერული ოდის ბაზაზე და, ამასთან, გარე ეზოს მოწყობა. შენობის გარე მოპირკეთება თითქმის დავასრულეთ და სივრცე მზადაა შიდა მოპირკეთებისთვის. არათუ სოფელად, მთლიანად ბაღდათის მუნიციპალიტეტში მწირია ახალგაზრდებისთვის მსგავსი, არაფორმალური სივრცე. ამგვარად, სწავლის ძირითად წყაროდ რჩება სკოლა, სადაც სწავლების ფორმატი კვლავ პანდემიით გამოწვეულ ტრანზაქციულ პერიოდშია. „ცოდნის ოდა“ ახლოსაა, როგორც სოფელ მეორე ობჩის, ისე მეორე სვირის სკოლებთან, და იგი იძლევა მეტი განათლების მიღების იდეის გარშემო ბევრი ახალგაზრდის შეკავშირების შესანიშნავ შესაძლებლობას.
საით მივდივართ?
შენობა მზად არის, თუმცა, მისი სრულად გამართვისთვის საჭიროა შიდა მოპირკეთება, ინვენტარით და ტექნიკით აღჭურვა. აი მერე კი, აქტიურად დავიწყებთ ფონდების მოძიებას ადამიანის უფლებებზე, სამოქალაქო აქტივიზმსა და გარემოს დაცვით საკითხებზე ტრენინგებისა და ვორქშოფების ჩატარებისთვის. უნივერსიტეტში სწავლის, საერთაშორისო ფორუმებში/კონფერენციებში მონაწილეობის მიღებითა და არასამთავრობო სექტორში მუშაობის შემდეგ თავს ვგრძნობ თავდაჯერებულად, რომ ამ სამ თემაზე წარმატებით ვიმუშავებ ახალგაზრდებთან. „ცოდნის ოდა“ აქტიურად ითანამშრომლებს იმერეთის რეგიონში მომუშავე სამოქალაქო სექტორთან, რათა თავიანთი პროექტებით შეავსონ სივრცე და იმუშაონ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების გაძლიერებაზე.

მეტი შესაძლებლობა სოფლად!

 
15

გაცემული კონტრიბუცია

დადე 1 წიგნი ცოდნის ოდაში. მოგვწერე Knowledge Oda • ცოდნის ოდას ფბზე შენთვის სასურველი წიგნი.

2 უნიკალური მხარდამჭერი

20

გაცემული კონტრიბუცია

შენი სახელი ცოდნის ოდას შემქმნელთა დიდ კედელზე

6 უნიკალური მხარდამჭერი

30

გაცემული კონტრიბუცია

გააკეთე შენი სახელობის წიგნის თარო ცოდნის ოდას ბიბლიოთეკაში

4 უნიკალური მხარდამჭერი

300

გაცემული კონტრიბუცია

თვეში ერთხელ, 2 სრული დღე ცოდნის ოდას სივრცე შენი ორგანიზაციის ტრენინგებისთვის

3

გაცემული კონტრიბუცია

მადლობის გულმხურვალე წერილი

4 უნიკალური მხარდამჭერი