-
განათლება
შეცვალე განათლების ხარისხი და მასზე ხელმისაწვდომობა
-
ჯანმრთელობა
შექმენი გარემო უკეთესი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
-
გარემოს დაცვა
იზრუნე დედამიწის მომავლზე და დაუჭირე მხარი გარემოსდაცვით ინიციატივებს
-
სტარტაპი
გააძლიერე უნიკალური პროდუქტები და შექმენი ინოვაციები.
-
ცხოველებზე ზრუნვა
იზრუნე ცხოველების უკეთეს გარემოზე
-
კულტურა/ხელოვნება
შექმენი კულტურულ სივრცეები, განავითარე კრეატიულობა შენს თემში
გაეცი მეტი
თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ მეტი ცვლილებისა და მეტი განვითარების უზრუნველყოფას
ყველა ინიციატივა
სოფლის რეალობაში სკოლა არის ერთადერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი, მოზარდების შეკრების და სოციალიზაციის ადგილს. შესაბამისად ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ყველაზე მეტ დროს ვატარებთ და ვცდილობთ გავხადოთ ეს სივრცე ჩვენს სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული.
აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო, აქტიური და მრავალფეროვანი იყოს და თქვენი დახმარებით შევძლოთ ჩვენს სკოლაში ციფრული ოთახი მოვაწყოთ, რომელიც აღჭურვილი იქნება ლეპტოპებით, პროექტორით, ტელევიზორით, პრინტერით, აუდიო მოწყობილობებით, რაც შესაძლებელს გახდის საგაკვეთილო პროცესის და არაფორმალური აქტივობების საინტერესოდ წარმართვას.
აღნიშნული პროექტი გაგვიჩენს სკოლის მიმართ მიკუთვნებულობის განცდას და ჩვენს შემდგომ თაობებს აღარ მოუწევთ მხოლოდ წარმოსახვით მოახდინონ კონკრეტული საკითხების ვიზუალიზაცია.
ციფრული სივრცე ჩვენს თანატოლებს საშუალებას მისცემს დაგეგმონ და განახორციელონ ინოვაციური პროექტები, მოაწყონ ფილმის ჩვენება-განხილვები, მოიწვიონ ონლაინ სხვადასხვა სფეროს ექსპერტები და მოუსმინონ მათთვის საინტერესო თემებს.
თქვენი მხარდაჭერა, მოგვცემს #მეტ იმედს, #მეტ ენთუზიაზმსა, #მეტი შესაძლებლობას და უკეთეს მომავალს!