-
განათლება
შეცვალე განათლების ხარისხი და მასზე ხელმისაწვდომობა
-
ჯანმრთელობა
შექმენი გარემო უკეთესი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
-
გარემოს დაცვა
იზრუნე დედამიწის მომავლზე და დაუჭირე მხარი გარემოსდაცვით ინიციატივებს
-
სტარტაპი
გააძლიერე უნიკალური პროდუქტები და შექმენი ინოვაციები.
-
ცხოველებზე ზრუნვა
იზრუნე ცხოველების უკეთეს გარემოზე
-
კულტურა/ხელოვნება
შექმენი კულტურულ სივრცეები, განავითარე კრეატიულობა შენს თემში
გაეცი მეტი
თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ მეტი ცვლილებისა და მეტი განვითარების უზრუნველყოფას
ყველა ინიციატივა



ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ღარში პატარა სკოლაში ვასწავლი ქართულს, აქ დაწყებით კლასში 20–მდე მოსწავლეა, მათთან ვახორციელებთ კლასგარეშე საინტერესო სახალისო აქტივობებს, თუმცა გარემო არ გვაქვს სათანადო, რესურსები კი მწირი. არაფორმალური სწავლება კი საჭირო რესურსის გარეშე რთულია და ნაკლებეფექტური. საკლასო ოთახში სივრცის მოწყობა, აღჭურვა ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის ძალიან სასიხარულო იქნება. მცირედი სიახლეც კი ძალიან გვახარებს და მოტივაციაზე დადებითად აისახება. კონფორტული გარემოს შექმნის შემდეგ შევქმნი წიგნის კლუბს, რომლის ფარგლებში დავაორგანიზებ აქტივობებს და ღონისძიებებს. დროდადრო კლუბში მოვიწვევ როგორც მწერლებს, ასევე ცნობილ პედაგოგებს სადაც ვუმასპინძლებთ არა მხოლოდ ჩვენი სკოლის ბავშვები არამედ სხვა სოფლის ბავშვებსაც ჩავრთავთ. სკოლაში ახალი სივრცის და წიგნის კლუბისთვის რესურსების ნაწილი გვაქვს, არის მცირე რაოდენობის საბავშვო წიგნები, მაქვს პირადი ბიბლიოთეკა და ლეპტოპი, დინამიკები. სასურველი გარემოს მოსაწყობად გვესაჭიროება: პრინტერი, პროექტორი, პროექტორის ეკრანი, მაგიდა, პუფები, წიგნის თაროები, ხალიჩები. მჯერა, თქვენი თანადგომით ჩემი მოსწავლეებისთვის შევქმნი გარემოს სადაც მათთვის კონფორტი სილამაზე და სიმშვიდე იქნება, ბავშვები კი ხალისით ჩაერთვებიან ამ გარემოში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში.
მათთვის სწავლის ძირი მწარე არ იქნება და კენწეროში სიტკბოს ძიება არ მოუწევთ. ჩემი სკოლის ბავშვებისთვის, მეტი თანადგომით სწავლის ძირიც გატკბილდება. ახალ გარემოში უპირველესი რასაც გავაკეთებ იქნება წიგნის კლუბი ,,ციცინათელები", რომლსაც დავაარსებ და კლუბის ფარგლებში წიგნის პოპულარიზაციისთვის და წიგნიერების დონის ასამაღებლად არაერთ ღონისძიებას დავგეგმავ. თქვენი თანადგომით მეტს შევძლებ!