კამპანიის შინაარსი
აჭარული საღამოები ღია ცის ქვეშ!!
ქალაქებისგან განსხვავებით, სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგარზდებს აქვთ ნაკლები შესაძლებლობა საღამოები სასიამოვნოდ და ამავდროულად შემეცნებითად გაატარონ. დაგეგმონ თემის საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები და იყვნენ თანატოლგანმანათლებლები. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მაღალმთიან აჭარის შორეულ ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადგილობრივებს ყველა სოფელში ქონდეთ შესაძლებლობა საღამოობით შეიკრიბნონ, აჭარულად ჩამოსხლდნენ და ღია ცის ქვეშ უყურებდნენ და განიხილავდნენ ფილმებს, სპორტულ ჩემპიონატებს, აწყობნენ კარაოკე საღამოებს, საუბრობდნენ სხვადასხა თემებზე, განიხილავდნენ თემში არსებულ პრობლემურ საკითხებს და მსჯელობდნენ მათი გადაწყვეტის გზებხზე, აწყობნენ შემეცნებით საღამოებს და ცდილობნენ მეტის სწავლას და სწავლებას, იწვევდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს თემის აქტყუალობიდან გამომდინარე და ა.შ. ყველა აქტივობა თუ ღონისძიება მორგებული იქნება ყველა ასაკის კატეგორიაზე. ეს ყოველივე კი იძლევა საშუალებას ადამიანებმა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, ბევრი რამ ისწავლონ და ასწავლონ ერთმანეთს. დაიმუხტონ დადებითი ემოციებით და ბედნიერებით სავსე საღამოებით.
ალბათ რთულად წარმოსადგენია, რომ მივიწყებულ რეგიონში ოდესმე იქნება მსგავსი გასართობი საშუალება! თუმცა თუ არსებობს ინიციატივა, არსებობს საშუალება ამ იდეის განხორცილების და გთავაზობთ ახალ ინიციატივას. იმისათვის, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყოველ საღამოს დიდი სიამოვნებით მოვლენ განურჩევლად ასაკისა და სქესისა ადამიანები რითაც შევქმნით ჯანსაღი ურთიერთობების ერთ პატარა ძაფს .
ინიციატივა- მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ ხულოს მუნიციპალიტეტში მოეწყობა აჭარული საღამოები ღია ცის ქვეშ, ადგილობრივი ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჩართულობით.
აჭარული საღამოები ღია ცის ქვეშ-პროექტში ჩართულები იქნებიან ადგილობრივი ქალები, კაცები, ახალგაზრდები, რომლებიც იზრუნებენ გარემოს დაცვაზე მაკულატურის შეგროვებით და პოპულარიზაციით!
მაღალმთიანი აჭარაში ბავშვები და არამარტო მოკლებულნი არიან მსგავს აქტივობებს, რაც მათ პიროვნულ განვითარებასაც ხელს შეუწყობდა. ამ რეგიონში გვსურს თქვენი მხარდაჭერით განვახორციელოთ პროექტი,რომელიც არამარტო გაახალისებს ადგილობრივებს არამედ:
•ხელს შევუწყობთ მოხალისეობრივი საქმიანობების პოპულარიზებას.
•პროექტის ფარგლებში ღია სივრცის მოწყობაში დაგვეხმარებიან უსასყიდლოდ.
•ეს ასევე ხელსშეუწყობს სამომავლოდ ახალგაზრდებს მსგავსი აქტივობების განხორციელებაში.
•მაკულატურის შეგროვების მნიშვნელობას და ტრადიციად ქცევად, რომელიც ხელსშეუწყობს რეგიონს გარემოსდაცვითი მიმართულენბით და მოხდება ამ ჩვევის წახალისება ხელშესახები პროექტების სახით.
•ახალგაზრდების ჩართულობა თემის განვითარებაში უნდა იყოს უპირველესი, მაღალმთიანი აჭარისა და სხვა რეგიონებისთვისაც.
მაკულატურა- შეგროვდება ხულოს სკოლებში მოსწავლეების ჩართულობით, ოჯახებში, საჯარო დაწესებულებებში , კერძო სექტორის (ბანკები, მაღაზიები და სხვა) ჩართულობით. ფინანსები საჭიროა ლეპტოპის, პროექტორის, პროექტორის ტილოს, პუფების, დინამიკების შესაძენად.სულ დაგვჭირდება 4000 ლარი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ თანხას შევაგროვებთ პლათფორმის საშუალებით და მაკულატურისგან მიღებული თანხით. თანხების განკარგვას მოვახერხებთ მაქსიმალური გამჭვირვალობით.
იყავით ჩვენთან-თვალი გვადევნეთ სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილ ფეისბუქ გვერდის მეშვეობით, სადაც პერიოდულად განთავსდება ბლოგები, ვიდეოები, საინტერესო სიახლეები ჩვენი ქრაუდფანდინგ კამპანის შესახებ.