-
განათლება
შეცვალე განათლების ხარისხი და მასზე ხელმისაწვდომობა
-
ჯანმრთელობა
შექმენი გარემო უკეთესი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
-
გარემოს დაცვა
იზრუნე დედამიწის მომავლზე და დაუჭირე მხარი გარემოსდაცვით ინიციატივებს
-
სტარტაპი
გააძლიერე უნიკალური პროდუქტები და შექმენი ინოვაციები.
-
ცხოველებზე ზრუნვა
იზრუნე ცხოველების უკეთეს გარემოზე
-
კულტურა/ხელოვნება
შექმენი კულტურულ სივრცეები, განავითარე კრეატიულობა შენს თემში
გაეცი მეტი
თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ მეტი ცვლილებისა და მეტი განვითარების უზრუნველყოფას
ყველა ინიციატივა
"თვითგანვითარების კუთხე ბუნებაში"[/caption]
ქალაქისგან განსხვავებით სოფლებში ნაკლებადაა ისეთი სივრცე, სადაც ადამიანები დროს გაატარებენ ეფექტურად, დაისვენებენ, გაერთობიან და განავითარებენ საკუთარ შესაძლებლობებს.
ამ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს პანდემიური პირობები და ახალგაზრდების თავშეყრის შესაძლებლობები დღისიდღით იზღუდება, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ ფსიქოლოგიაზე, მოტივაციასა და თვითგანვითარებაზე.
მე და ჩემი პატარა მეგობრები გადავწყვიტეთ სოფელი ალგეთის ცენტრალური პარკის ფუნქციის აღდგენა და ამ ტერიტორიაზე ხუთ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული სივრცის შექმნა. აღნიშნული ტერიტორია უკვე დავასფთავეთ, დავრგეთ ხეები და ახლა თქვენი დახმარებით მოვაწყობთ თვითგანვითარების კუთხეს, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის და გაალამაზებს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრებას.
თვითგანვითარების კუთხე უმასპინძლებს კულტურულ ღონისძიებებს (დღესასწაულები, გამოფენა, მასტერკლასი, ფესტივალი, კინოჩვენება და ს.), საინფორმაციო შეხვედრებს, საგანგაშო მდგომარეობიდან გამომდინარე სოფლის კრებებს, პატარებისთვის გასართობ აქტივობებს და რაც მთავარია ეს სივრცე საერთო იდეების გარშემო გაერთიანებს თანამოაზროვნე ახალგაზრდებს.
ღია სივრცეში აქტივობების ჩატარება შეამცირებს ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ რისქფაქტორებს და ამავედროულად ახალგაზრდებს მოუტანს უამრავ სარგებელს. მათ შეეძლებათ ერთად მეცადინეობა, სამოქალაქო საკითხებზე მუშაობა და მრავალფეროვანი კლუბების ჩამოყალიბება.