გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

აჩუქე თბილი დღე ჩვენს მოხუცებულებს

1/3

კამპანიის შინაარსი

“კათარზისი” დამოუკიდებელი სოციალური დახმარების ცენტრია, რომელიც 1990 წლიდან მოყოლებული ჩვენი სპონსორების ძალისხმევით ზრუნავს უსახლკარო ან მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულებზე. ერთად ვცდილობთ, შევქმნათ ღირსეული გარემო, სადაც მოხუცებულები კომფორტულად და ახალგაზრდულად გაატარებენ ყოველდღიურ ცხოვრებას. 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. ამის აღსანიშნად გვსურს, რომ “კათარზისის” ბენეფიციარებს დასამახსოვრებელი, სითბოთი სავსე დღე ვაჩუქოთ. თავშესაფრის კედლებში თუ მის გარეთ ბევრი ბებია და ბაბუა ცხოვრობს, რომელთა თვალებში ახლაც იგივე ცეცხლი ანთია, რაც წლების წინ. მათ ჯერ კიდევ აქვთ სიმღერის, ცეკვის, იუმორისა და სიცოცხლის დიდი ჟინი. ამ კულტურული ღონისძიების საშუალებით ისინი მთელი ქვეყნის წინაშე დაამტკიცებენ, რომ ასაკი მხოლოდ რიცხვებია! სამწუხაროდ, წინა წლებისგან განსხვავებით, ღონისძიება ტელევიზიით ვეღარ გადაიცემა, რის გამოც სპონსორების მოზიდვა ურთულესი ამოცანა გახდა. შესაბამისად, საკუთარი სახსრებით გვიწევს შრომა. იმისთვის, რომ ჩვენი მოხუცებულების სურვილები რეალობად ვაქციოთ და დღის განმავლობაში პატარა სიხარული, თუნდაც სიმბოლური საჩუქრები, გადავცეთ, თქვენი დახმარება გვჭირდება. შემოწირული თანხა სრულად მოხმარდება მათ ტრანსპორტირებას, კვებას და ღონისძიებისთვის საჭირო რესურსების მოძიებას. ორგანიზებას, რომელსაც მთელი წელი გაიხსენებენ. თქვენგან შემოწირული 5, 10 ან 20 ლარი გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენს ტკბილ ბებიებსა და ბაბუებს ღრმა სიბერეში მცირედი სიხარული ვაგრძნობინოთ. მადლობა თანადგომისთვის!

0 მხარდამჭერი

სიახლეები არ მოიძებნა