-
განათლება
შეცვალე განათლების ხარისხი და მასზე ხელმისაწვდომობა
-
ჯანმრთელობა
შექმენი გარემო უკეთესი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
-
გარემოს დაცვა
იზრუნე დედამიწის მომავლზე და დაუჭირე მხარი გარემოსდაცვით ინიციატივებს
-
სტარტაპი
გააძლიერე უნიკალური პროდუქტები და შექმენი ინოვაციები.
-
ცხოველებზე ზრუნვა
იზრუნე ცხოველების უკეთეს გარემოზე
-
კულტურა/ხელოვნება
შექმენი კულტურულ სივრცეები, განავითარე კრეატიულობა შენს თემში
გაეცი მეტი
თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ მეტი ცვლილებისა და მეტი განვითარების უზრუნველყოფას
ყველა ინიციატივა
აღნიშნული პროექტის იდეა გაჩნდა ქვილთის მასტერკლასის დროს, როდესაც მოწვეულმა ტრენერმა ეკატერინე გეგუჩაძემ გაიგო ჩვენი სამომავლო მიზნების შესახებ. იგი ტექსტილის დიზაინერია, ამასთან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ქსოვილების აღდგენის პროცესში. ეკატერინეს გაუჩნდა სურვილი დაეხმაროს ჩვენს საწარმოს ჩვენი მისიის შესასრულებაში და ამისათვის მზად არის გვასწავლოს ქსოვილის დამუშავების მეტი ტექნიკა, გაგვაცნოს ქართული ტექსტილის თავისებურებანი, შეგვაქმნევინოს ტრენდული ტასაცმელი ეთნიკური დეტალებით, და ა.შ.
გადავწყვიტეთ რომ ერთობლივად ჩვენ და ეკატერინე გეგუჩაძის სახელოსნო მოვაწყობთ ჩვენებას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 30 ვიზუალი (რომელიც მოიცავს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარს) თანამედროვე, პრაქტიკული, ყოველდღიური მოხმარების ტასაცმელი, რომელსაც ექნება აფხაზური ელემენტები და ორნამენტები. რატომ აფხაზური? აღმოჩნდა რომ იდეის შექმნის მომენტში - იმ ერთ სივრცეში ბევრი იძულებით გადადგილებული პირი ვიყავით აფხაზეთიდან და ემოციების, იმედების თუ მონატრების გამო ვარჩიეთ ეს მხარე. სამომავლოდ საქართველოს სხვა კუთხის ორნამენტებსაც გამოვიყენებთ. ტანსაცმელები, აქსესუარები სრულად შეიქმნება ისეთი ქსოვილის ან ტანსაცმლისაგან, რომლებიც პირველადი სახით არ გაიყიდა, ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება ქვილთის მეთოდოლოგიით.
ამ ინიციატივის მთავარი მიზანი ნარჩენების შემცირება და გარემოს დაცვა გახლავთ, თუმცა ასევე ხელს უწყობს სოციალური საწარმოს მდგრადობას და განვითარებას.