გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

ფოთის ველო ლაბორატორია

1/2

კამპანიის შინაარსი

ვინ ვართ? ჩვენ წარმოვადგენთ საინიციატივო ჯგუფს - ფოთის ურბანული ველო ლაბორატორია, რომლის მიზანია ქალაქ ფოთში სიცოცხლისუნარიანი და მრავალფუნქციური ველო ლაბორატორიის განვითარება. რა არის წარმოდგენილი კამპანიის მიზანი?  წარმოდგენილი კამპანიის მზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების აღჭურვა უნარებითა და თავდაჯერებით, რათა შეძლონ ველოსიპედით უსაფრთხო მოძრაობა და ჩაერთონ ველო ტრანსპორტის პოპულარიზაციაში. რას აქტივობები განხორციელდება? ფოთის ველო ლაბორატორია ბავშვებსა და ახალგაზრდებს, ასევე ველო მოყვარულებს სთავაზობს:
  • ფოთის ველო ლაბორატორიის წევრობას;
  • ველოსიპედის მართვის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვას/სწავლებას;
  • ველოსიპედით მოძრაობის უსაფრთოების ნორმების სწავლებას;
  • ველოსიპედის შეკეთების ტექნიკური უნარ-ჩვევების სწავლებას;
  • პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების გაწევას;
ფოთის ველო ლაბორატორიის წევრები მონაწილებას მიიღებენ:
  • ფოთის ტურისტული ველო მარშუტების დაგეგმვაში;
  • მონაიწლეობას მიიღებენ ტურისტულ ლაშქრობებში;
  • დაგეგმავენ და მონაწილეობას მიიღებენ ველო ლაბორატორიის საინფორმაციო კამპანიებში;
  • სასწავლო კურსის გავლის შემდეგ წევრები ველო ლაბორატოარიის ველოსიპეტების გამოყენებით თანატოლებს საკუთარ სკოლებში და ურნაბულ არეალებში  გაუზიარებენ გამოცდილებას.
რისთვის გვჭირდება ფინანსური მხარდაჭერა?  
  1. 4 საბავშვო ველოსიპედის შეძენა;
  2. 4 ქალაქის ველოსიპედის შეძენა;
  3. 1 ადაპტირებული ველოსიპედის შეძენა;
  4. შესაბამისი აქსესუარების (ჩაფხუტების, ამრეკლების, ხელთათმანების) შეძენა;
  5. შეკეთების ხელსაწოების ნაკრები (1 ნაკრები) და ტუმბო;
  6. საორგანზიაციო ხარჯი.
ფოთის ველო ლაბორატორიაში სწავლება იქნება უფასო. მდგრადობა: ინიციატივის ავტორები არიან ველო-მოყვარულები და მათი მოტივაცია არის ძალიან მაღალი; ველო ლაბორატორისი წევრობა იქნება საწევრო გადასახადზე დაფუძნებული (მინიმალური); ვოლო ლაბორატოარია სხვა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ფასიან სერვისებს (შეკეთება, გაქირავება, აქსესუარების მაღაზია, ფასიანი სასწავლო კურსი კორპორატიული ჯგუფებისთვის, ველო ლაშქრობები და ველო ტურები), რაც უზრუნველყოფს ფოთის ურბანული ლაბორატრორიის ფინანსურ მდგრადობას. ანგარიშვალდებულება: ფოთის ურბანული ველო ლაბორატორიის სიახლებს თვალი ადევნეთ ამ გვერდზე.    

0 მხარდამჭერი

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია