გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

წყლის მჟავიანობის და ტენიანობის კვლევა ფოთში

1/1

კამპანიის შინაარსი

მე გახლავართ ანასტასია ღვინჯილია, დასავლეთ საქართველოს სკაუტური ორგანიზაციის წარმომადგენელი, და გიზიარებთ ინოვაციურ, მრავალმხრივ საგანმანათლებლო ინიციატივას.
პროექტი აერთიანებს ეკოლოგიურ ცნობიერებას, პრაქტიკულ აქტივობებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. მისი მთავარი მიზანია არა მხოლოდ გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება, არამედ ქალაქ ფოთისთვის გრძელვადიანი, ეფექტური და ფუნქციონირებადი ეკოლოგიური მონიტორინგის სისტემის შექმნა.
ინიციატივა განხორციელდება ორგანიზაცია „STEAM. It“-ის მხარდაჭერით, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური დანადგარის შექმნას. აღნიშნული მოწყობილობის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ქალაქ ფოთში წყლის, ჰაერისა და სხვა გარემოსდაცვითი მაჩვენებლების მონიტორინგი.
პროექტის ფარგლებში, დანადგარი გადაეცემა ილია ჭავჭავაძის სახელობის N5 საჯარო სკოლას, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება კოლხეთის ეროვნულ პარკში.
დასავლეთ, საქართველოს სკაუტები აქტიურად ვგეგმავთ და ვახორციელებთ გარემოსდაცვით აქტივობებს, რადგან გვჯერა, რომ ბუნებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

0 მხარდამჭერი

სიახლეები არ მოიძებნა