გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

მთიელი წიგნები იმერეთისთვის

სამიზნე თანხის შეგროვების შემთხვევაში იდეა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებით მიიღებს 6 000 ₾

1/7

კამპანიის შინაარსი

ორბელიანის მხარდამჭერებს “მთიელი წიგნები” 2022 წლის შემოდგომის კამპანიიდანაც გემახსოვრებათ: რეგიონში ჩასვლამდე, ციფრული ფორმით ვარკვევთ, რომელ მოსწავლეს რა წიგნის მიღება უნდა საჩუქრად, შემდეგ კი ვავსებთ მანქანას მოთხოვნილი თუ ჩვენ მიერ შერჩეული წიგნებით და რაიონული ცენტრებიდან ყველაზე დაშორებულ სოფლებში მცხოვრები ბავშვების გასახარებლად მივდივართ. 2022 წლის შემდეგ არც გავჩერებულვართ, 300-ზე მეტი მაღალმთიანი სოფელი შემოვიარეთ და დაახლოებით 18 000 წიგნი გავუნაწილეთ 5 700-ზე მეტ მოსწავლესა და 111 სასკოლო ბიბლიოთეკას.

2025 წლის გაზაფხულიდან კი ერთგული მხარდამჭერების დახმარებით იმერეთის რეგიონს შევეჭიდეთ.

რამდენად სრულყოფილად გავწვდებით დასახულ მიზანს, სწორედ თქვენზეა დამოკიდებული. დამატებითი სახალხო დაფინანსებისა და გრანტის მიღების შემთხვევაში შევძლებთ, იმერეთის 100-მდე მაღალმთიან სოფელში 2000-ზე მეტი ბავშვის გახარებას. ასევე, წიგნებით შევავსებთ ზოგიერთ სასკოლო ბიბლიოთეკასაც. გვჯერა, დღეს ორღობეში ნაჩუქარი წიგნი, ხვალ სულ სხვა სიკეთით დაუბრუნდება სამყაროს!