გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

ბიბლობუსი – მოძრაობა განათლებისთვის სამტრედიაში

სამიზნე თანხის შეგროვების შემთხვევაში იდეა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებით მიიღებს 6 000 ₾

1/2

კამპანიის შინაარსი

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მართალია ბიბლიოთეკები არსებობს თუმცა ყველას როდი მიუწვდება ხელი. ზოგს ყოველდღიურობის რუტინაში წიგნთან კომუნიკაცია გაწყვეტილი აქვს. ჩვენ გვინდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, მოზარდების წიგნთან კომუნიკაციის, მშობლების დაინტერესების და ჩართულობის, მოხუცებისთვის წიგნთან მეტი ხელმისაწვდომობის მიზნით შევქმნა მოსიარულე ბიბლიოთეკა „ბიბლობუსი“. მისი მთავარი გზავნილი იქნება „ბიბლობუსი-მოძრაობა განათლებისთვის“. სამიზნე აუდიტორიად მოვიაზრებთ მოსწავლეებს, მშობლებს, მოხუცებს, რომლებსაც სხვადასხვა სოციალური პრობლემების თუ საჭიროების გამო ნაკლებად აქვთ კომუნიკაცია წიგნებთან. „ბიბლობუსი“ იქნება მოსიარულე ბიბლიოთეკა, რომელიც ყველა დაინტერესებულ თემში შეძლებს მისვლას და ერთ დღეს გაატარებს მათთან ერთად წიგნების კითხვის პროცესში. ასევე ვესტუმრებით საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სადაც დაგეგმილი აქტივობებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით გავმართავთ სხვადასხვა ღონისძიებებს.   „ბიბლობუსი“ იქნება არამარტო მოსიარულე ბიბლიოთეკა არამედ არაფორმალური განათლების დანერგვის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების წყარო.   გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს ინიციატივას. გვჯერა თქვენი თანადგომით შევქმნით თბილი, ინოვაციურ და თანასწორ საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც წიგნს გადააქცევს ურთიერთობის, მხარდაჭერისა და შთაგონების წყაროდ. და რომ  რომ წიგნი გახდება ყოველდღიურობის ნაწილი — ადამიანებს გაუჩნდებათ კითხვის სურვილი, და ბიბლობუსი -მოძრაობა განათლებისთვის პროექტი , იქნება სიყვარულის და განათლების მოძრავი სიმბოლო თემში.