-
განათლება
შეცვალე განათლების ხარისხი და მასზე ხელმისაწვდომობა
-
ჯანმრთელობა
შექმენი გარემო უკეთესი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
-
გარემოს დაცვა
იზრუნე დედამიწის მომავლზე და დაუჭირე მხარი გარემოსდაცვით ინიციატივებს
-
სტარტაპი
გააძლიერე უნიკალური პროდუქტები და შექმენი ინოვაციები.
-
ცხოველებზე ზრუნვა
იზრუნე ცხოველების უკეთეს გარემოზე
-
კულტურა/ხელოვნება
შექმენი კულტურულ სივრცეები, განავითარე კრეატიულობა შენს თემში
გაეცი მეტი
თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ მეტი ცვლილებისა და მეტი განვითარების უზრუნველყოფას
ყველა ინიციატივა

ზუგდიდის ქუჩებშიც ბევრ მშიერ და სიცივისგან გაყინულ ძაღლს შეხვდებით. თანაც მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა დღითიდღე მატულობს. მიუხადავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოგვარდეს, როდესაც სახელმწიფოში კომპლექსური მიდგომა გაჩნდება ცხოველთა თავშესაფრების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, ჩვენ მაინც შეგვიძლია საკუთარი ძალებით აღიშნული პრობლემის მცირედით მოგვარება მაინც! გვჯერა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი, როგორც საზოგადოების წევრების აქტივობას, კეთილგონოერებასა და სულგრძელობას!
მაშინ, როდესაც მათი უმრავლესობა სიცივით დაუძლურებულები და გაყინულია, ჩვენ შეგვიძლია ყველაზე ერთგული მეგობრების გადარჩენა და დახმარება! შეგროვებული თანხით ძაღლებისთვის გაკეთდება მინიმუმ 10 სახლი, რომლებიც ზუგდიდში იმ ადგილებში განთავსედება, სადაც ქუჩაში მცხოვრები ძალღების დიდი რაოდენობა იყრის თავს. წინასწარ მადლობააა ყველა შემომწირველს