ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ. სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ? თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ! „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ! წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი : – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს; – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის! – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით; – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც; – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!   ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა. რას ეხება შენი იდეა?   იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს. იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ. კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად.

    სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება.

    ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ.

    სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ?

    თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ!

    „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ!

    წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი :

    • – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს;
    • – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის!
    • – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით;
    • – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც;
    • – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!

     

    ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და

    ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა.

    რას ეხება შენი იდეა?

     

    იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს.

    იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ.

    კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გამჭვირვალობა

Sos ბავშვთა სოფლისთვის

კამპანიის შინაარსი

“ორბელიანი საქართველოს” გადაწყვეტილებით იქმნება Crowdfunding-ის კამპანია “Sos ბავშვთა სოფლისთვის”. კამპანიის მიზანია Sos ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებისთვის 1 ივნისის (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე) გალამაზება და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი დახმარება ყველა არსებული საშუალებით და  სოციალიზაციის მხარდასაჭერი სხვადასხვა აქტივობებით. ყველა ბავშვის უფლებაა, იზრდებოდეს მზრუნველ ოჯახურ გარემოში. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ბიოლოგიურ ოჯახში ბავშვის აღზრდა შეუძლებელია, საჭირო ხდება მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული მომსახურების მიწოდება. სწორედ ამ მიზნით, შეიქმნა და არსებობს Sos ბავშვთა სოფელი, რომელიც სთავაზობს ოჯახურთან მიახლოებულ, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოს და ეხმარება მათ საკუთარი მომავლის შექმნა-ჩამოყალიბებაში. “ორბელიანი საქართველო” იღებს პასუხისმგებლობას, რომ მუდმივად აწარმოოს კამპანია მათი სოციალიზაციის და საჭიროებების მიხედვით. Როგორც ყოველთვის, ჩვენი კამპანია იქნება გამჭვირვალე და შეძლებთ თვალი ადევნოთ კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს. თანხასთან ერთად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ნივთების შეძენა:
  • საბავშვო ეტლი - 2 ცალი
  • Მოზაიკა - 2 ნაკრები
  • მაგნიტური ფიგურები - 2 ნაკრები
  • მაგნიტური დაფა ასოებით და ციფრებით - 2 ცალი
  • შემეცნებითი ლოტოები სხვადასხვა თემატიკით - 2 ნაკრები
  • კინეტიკური ქვიშა, ქვიშაში სათამაშოების ნაკრები - 2 ნაკრები
  • ხის სათამაშოები, რომელიც ეხმარება ბავშვს სხვადასხვა უნარის შეძენაში, მოტორიკის განვითარებაში, ფერების, ფორმების აღქმის და წარმოსახვის განვითარებაში - 2 ნაკრები
  • ფუნქციური წყლის ნიჟარა - 2 ნაკრები
  • მაგნიტური, კრეატიული სახატავი დაფა - 2 ცალი
  • დასარტყამი სათამაშო, ჩაქუჩით და ფერადი ბურთებით - 2 ნაკრები
  • Baby walker - ეხმარება პატარებს სიარულის სწავლაში - 2 ნაკრები
  • სარაჩხუნოების ნაკრები - 2 ცალი
  • 3D მოზაიკა - 2 ნაკრები
  • საბავშვო ფაზლები
  • ფერადი კუბიკები
  • ასაწყობი ლაბირინთი
  • საკანცელარიო ნივთები: ფერადი ფანქრები, ცარცები, საღებავები, ფუნჯები, პლასტელინი, ფერადი ფურცლები, გასაფერადებელი წიგნები, კალმები, ჩასანიშნი ბლოკნოტები
  • განმავითარებელი წიგნები
  Ნივთები, რომლებიც უკვე შეიძინეს სხვადასხვა კომპანიებმა ამ დღისთვის:
  • ფერადი კუბიკები - 3 ცალი
  • ლეგო ნინძა - 2 ცალი
  • ნაჭრის კარავი - 3 ცალი
  • მაგიდის ფეხბურთი - 2 ცალი
  • მაგნიტური დაფა ციფრებით და მარკერით - 3 ცალი
  • განსავითარებელი ხალიჩები 4 თვიდან - 2 ცალი
  • დასაფენი ხალიჩა ბავშვის თამაშისთვის, წმენდადი ზედაპირით - 2 ცალი
  • მაგნიტური დაფა - 2 ცალი
  • ხის დაფა - 2 ცალი
  • ხის მეხსიერების ჭადრაკი Memory Chess - 2 ნაკრები
  • თამაში ,, ჯენგა - 2 ნაკრები
  • სათამაშო „სათევზაო,“- 2 ნაკრები
  • სათამაშო, მცირე ზომის კარავი - 2 ცალი
  • საბავშვო მაგიდა და სკამები - 2 ცალი
  შემოგვიერთდით, #ერთადვართმეტი   #ორბელიანისაქართელო

4 მხარდამჭერი

Giorgi Naskidashvili

100.0 
April 12, 2023

მანანა ტატიშვილი

10.0 
February 08, 2023

რატომ მეკითხება

1.0 
February 07, 2023

Orbeliani Meti

1,500.0 
May 11, 2022

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით