ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ. სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ? თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ! „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ! წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი : – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს; – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის! – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით; – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც; – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!   ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა. რას ეხება შენი იდეა?   იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს. იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ. კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა

Komli- bus – მოძრავი სათემო ცენტრი

1/3

კამპანიის შინაარსი

  კასპი არის მუნიციპალიტეტი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მოწყვეტილი იყო სამოქალაქო და სათემო მუშაობის იმ პრაქტიკას, რომელიც ქვეყანაში აქტიურად ვითარდებოდა, თუმცა  ბოლო ორი წლის მანძილზე კასპში დავინახეთ, რომ არის უამრავი აქტიური ახალგაზრდა, არის ბევრი შესაძლებლობა, და ბევრი საჭიროება და პრობლემა, რომელსაც სჭირდება საპასუხო რეაგირება. კასპში უამრავი პრობლემაა, თუმცა ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა ესაა სამოქალაქო სექტორის პასიურობა -  კასპს ხშირად უწოდებენ დუმილის ქალაქს, რადგან არსებულ პრობლემებზე საზოგადოება დუმს. Ასევე საკმაოდ ხშირად, სწორედ კასპი ხდება პოლარიზაციის და პოლიტიკური დაპირისპირების კერა. Ამის საპირისპიროდ, ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ სამოქალაქო ცნობიერების და ჩართულობის განვითარებაზე და არსებულ შესაძლებლობებზე წვდომის გაზრდაზე. კასპში ჩატარდა რამოდენიმე კვლევა, რომელმაც აჩვენა:
  • -Საჭიროა მეტი სივრცე (ახალგაზრდების შეკრებებისთვის, ტრენინგებისთვის, საინფორმაციო აქტივობებისთვის); და ეს სივრცე არ უნდა იყოს ადმინისტრაციული, რათა არ მოხდეს პოლიტიკურად შეხვედრების თემატიკის შეზღუდვა;
  • -საჭიროა მეტი მობილობა (კასპში, ისევე როგორც ბევრ მუნიციპალიტეტში არ არის განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სოფლებს შორის მოძრაობაც კი არის პრობლემა), რათა მეტ ადამიანს ქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა არსებულ პროგრამებში და პროექტებში.
ამიტომ ჩვენ, კომლის ბაზაზე არსებულ საინიციატივო ჯგუფს, რომელთაც მივიღეთ შესაძლებლობა და გამოცდილება სათემო აქტივიზმის კუთხით, გაგვიჩნდა იდეა -  შევქმნათ კომლის მოძრავი სათემო ცენტრი.  მოძრავი სათემო ცენტრი იქნება შედარებით დიდი ზომის  დაქირავებული ავტომობილი, რომელსაც ექნება მობილური სათემო ცენტრის ფუნქცია, კომლი ბას ბარი ჩავა სხვადასხვა სოფელში და ადგილობრივ თემს შესთავაზებს სხვადასხვა სერვისს:
  • -საინფორმაციო შეხვედრებს
  • -ტრენინგებს
  • -კონსულტაციებს
-რეკრეაციულ აქტივობებს -  კინო-ჩვენება, დისკუსია,  წიგნის კლუბი, მშობელთა კლუბი. კომლი ბას ბარი ასევე სტუმრებს გაუმასპინძლდება არაალკოჰოლური სასმლითა და სასუსნევებით,  ექნება მოძრავი ბიბლიოთეკა, და იქნება ფაქტიურად გასაშლელი ტრენინგ-ცენტრი, რომელიც ასევე გასწევს კონსულტაციას და ამ შესაძლებლობებს გახდის ყველასთვის ხელმისაწვდომს. კომლი ბას ბარი დაგეგმილია რომ მინიმუმ 1 წელი, თვეში 3-4 ჯერ ჩაატარებს აქტივობას მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. დამატებითი ფუნქციები, რომელიც ექნება კომლის ბას ბარს ეს არის:
  • -სათემო ფონდის პოპულარიზაცია, რომელიც მოიკვლევს ადგილობრივი თემის საჭიროებებს/გამოწვევებს და შეძლებს მათ მხარდაჭერას. ორიენტირებული იქნება თემის საჭიროებებზე; კომლის ფარგლებში სწორედ ბას ბარის გამოყენებით შევქმნით პირველ სათემო ფონდსაც;
  • -საჭირო დროს ტრანსპორტირება -  სათემო ტაქსი -  როდესაც იქნება ამისი საჭიროება, ბას ბარი ასევე ჩამოიყვანს და წაიყვანს მონაწილეებს;
  • -საფესტივალო ბასბარი - ჩვენი მოძრავი სათემო ცენტრი ასევე წლის მანძილზე მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის ფესტივალებზე, დაგეგმილია სათემო შეხვედრების მოწყობა და დამატებით სათემო ფონდში ამით თანხის გაჩენა.

48 მხარდამჭერი

დავით ბაძაღუა

17.0 
November 26, 2023

დიანა წულუკიძე

10.0 
November 25, 2023

მადონა ეზუგბაია

5.0 
November 25, 2023

მარინე მანჯაგალაძე

5.0 
November 24, 2023

nino sisauri

25.0 
November 21, 2023

ნანა ვაშაკიძე

1,000.0 
November 20, 2023

ანა ძიძიგური

10.0 
November 19, 2023

შაკო ჯინჭარაძე

10.0 
November 18, 2023

დეა ჯიქია

20.0 
November 17, 2023

მაია მელიქიძე

80.0 
November 17, 2023

თაკო დალაქიშვილი

50.0 
November 17, 2023

ივეტა გოგავა

50.0 
November 17, 2023

მარიამ მათიაშვილი

50.0 
November 15, 2023

ანონიმური

10.0 
November 14, 2023

დეა აბულაძე

50.0 
November 13, 2023

ნინო გორგაძე

1.0 
November 13, 2023

მარიამ ნიკოლაშვილი

10.0 
November 13, 2023

უნარების აკადემია

50.0 
November 13, 2023

ანი კელაპტრიშვილი

50.0 
November 13, 2023

ტატო ბეჟიტაშვილი

7.0 
November 13, 2023

ანონიმური

120.0 
November 13, 2023

ნინო ნიპარიშვილი

50.0 
November 13, 2023

აკაკი ჩავლეშვილი

15.0 
November 12, 2023

ლელა ჯავახიშვილი

10.0 
November 10, 2023

ანონიმური

10.0 
November 10, 2023

ირინა ხანთაძე

50.0 
November 10, 2023

ანონიმური

5.0 
November 10, 2023

Ted Jonas

500.0 
November 08, 2023

ქეთი ცორაგაული

10.0 
November 06, 2023

ქეთევან ზაზანაშვილი

50.0 
November 04, 2023

საქართველოს შემეცნებითი ცენტრი CCG

50.0 
November 02, 2023

ანონიმური

30.0 
November 02, 2023

5.0 
November 01, 2023

სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო

50.0 
November 01, 2023

გიორგი ყანჩაველი

99.0 
November 01, 2023

ანონიმური

1.0 
November 01, 2023

ანონიმური

10.0 
October 31, 2023

BEQmedia .com

10.0 
October 31, 2023

მარიამი თეზელაშვილი

20.0 
October 30, 2023

ანონიმური

5.0 
October 30, 2023

5.0 
October 30, 2023

7.0 
October 30, 2023

ანონიმური

40.0 
October 30, 2023

ქეთინო მიქაძე

20.0 
October 30, 2023

მარიამ გოგავა

50.0 
October 30, 2023

ივეტა გოგავა

50.0 
October 30, 2023

ანონიმური

3.0 
October 30, 2023

ნინია ნანდოშვილი

5.0 
October 30, 2023

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია