2 ლარი 2 პრობლემის მოსაგვარებლად!
კამპანიის შინაარსი
საქართველოს იმ მაღალმთიან რეგიონში, რომელიც ყველას მივიწყებია..!
წარმოიდგენდით ოდესმე, რომ სადღაც საქართვლოს მაღალმთიან რეგიონში, ადგილობირივი ქალები, აწარმოებენ ქრაუდფანდიგის კამპანიას, აგროვებენ და აბარებენ მაკულატურას და აწყობენ მიგდებულ დავიწყებულ სოფელში სათამაშო მოედანს ბავშვებისთვის ადგილობრივი ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჩართულობით?
ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ ეს დღე დადგებოდა!
თუმცა ყველაფერი შესაძლებელია და გთავაზობთ ახალ ინიციატივას!
ინიციატივა – მაღალმთიანი აჭარის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხის (სურათი თანდართულია) საბავშო სათამაშო მოედნის (2 საქანელა, 4 სკამი, გარშემო ყვავილები, 1 სასრიალო-კიბე-ტურნიკი) მოწყობა, ადგილობრივი ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჩართულობით.
საბავშო სკვერის მოწყობის პროექტში ჩემთან ერთად ჩართულები იქნებიან ადგილობრივი ქალები, ქალთა კუთხის წარმომადგენლების სახით, რომლებიც დაიწყებენ, ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მაკულატურის ჩაბარების კამპანიას და მიღებულ თანხას მოახმარებენ მოედნის მოწყობას.
მაღალმთიანი აჭარის სოფლებში მცხოვრები ბავშვები მოკლებულნი გახლავთ გასართობ სივრცეში დროის ტარების შესაძლებელობის. ამ რთულად მისადგომ სოფელში თქვენი მხარდაჭერით გვსურს ერთი სასიხარულო პროექტი განვახორციელოთ, რომელიც არამარტო გააბედნიერებს ადგილობრივ ბავშვებს,
არამედ:
- ხელსშევუწყობთ მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზებას. საბავშვო მოედნის მოწყობასა და დამონტაჟებაში ადგილობრივი ახალგაზრდები დაგვეხმარებიან უსასყიდლოდ. ეს ასევე ხელს შეუწყობს სკვერის სამომავლო მოვლასა და შენარჩუნებაში, რადგან მათივე გაკეთებულს უფრო მეტად გაუფრთხილდებიან.
- მაკულატურის შეგროვებისა და ჩაბარების ჩვევის განვითარების წახალისება. ხულო თუ იზავს ამას დანარჩენებიც აყვებიან!
- ქალთა ჩართულობა თემის განვითარებაში მაგალითის მიმცემი უნდა იყოს მაღალმთიანი აჭარისა და სხვა რეგიონებისთვისაც.
რა კავშირშია მაკულატურია? საქართველოში ნარჩენების დახარისხების პრაქტიკა სამწუხაროდ არ არის დამკვიდრებული, რადგან ცნობიერების დაბალი დონეა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, შესაბამისად არც ჩვევაა გამომუშავებული ნარჩენების დახარისხებასთან დაკავშირებით. თუკი მაკულატურის შეგროვებას მივცემთ სოციალური კამპანიის სახეს იგი უფრო ეფექტური იქნება და მეტ შედეგს გამოიღებს. მოგეხსენებათ, ქაღალდი და მუყაო მზადება ხისგან, (მაგ. 17 ხე = 1 ტონა ქაღალდს) შესაბამისათ თუკი ჩვენ მას გავუშვებთ გადამუშავებაში ნაკლები ხე მოიჭრება მსოფლიოში რაც ხელსშეუწყობს გარემოს დაცვას და კლიმატის ცვილილების შეჩერებას.
მაკულატურა შეგროვდება ხულოს სკოლებში მოსაწავლეების ჩართულობით, ოჯახებში, მუნიციპალურ დაწესებულებებში – მერია და საკრებულო, კერძო სექტორის (ბანკები, მაღაზიები და სხვა) ჩართულობით.
ჩვენ დავდგამთ ორ ყუთს ერთი მუყაოსთვის და მეორე ქაღალდის, ამ ყუთებს დავამზადებთ ჩვენ თვითონ.
მაკულატურის იდეა გარდა სოციალურისა, ასევე ერთგვარი დაზღვევაა პროექტისთვის, რადგან თანხის ბოლომდე ვერ შეგროვების შემთხვევაში, ჩვენ ჩაბარებიდან შემოსულ თანხებს მოვიხმართ ინიციატივის ხარჯების დასაფარად. ხოლო თუკი შეგროვდება თანხა მაკულატურის ჩაბარებიდან შემოსული თანხებით დამატებით მოწყობილობებს დავამონტაჟებთ.
ფინანსები – 2 საქანელა, 4 სკამი, სასრიალო/ტურნიკი/კიბის მოსაწყობათ სულ გვჭირდება 3500 ლარი აღჭურვილობისთვის საჭირო მასალის ტრანსპორტირების (ბათუმი-ხულო) ჩათვით.
ჩვენ ვიმედოვნებთ რომ 1750 ლარს შევაგროვებთ პლატფორმის საშუალებით და მაკლუატურიდან მიღებული თანხით. ხოლო მეორე ნახევარს ორბელიანი დაგვეხამრება. თანხების განკარგვას მოვახერხებთ მაქსიმალური გამჭირვალობით.
იყავით ჩვენთან – თვალი გვადევნეთ სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილ ფეისბუქ გვერდის მეშვეობით, სადაც პერიოდულად დაიდება კამპანიის სიახლეები – ბლოგები, სურათები, ვიდეობი და სხვადასხვა ინფორმაიცა ქრაუდფანდინგის პროცესის შესახებ.
მაშ ასე, მარტივი დაწკაპუნებით და 2 ლარის შეწირვით ხელიშევუწყოთ და მაგალითი ვუჩვენოთ დანარჩენი საქართველოს ქალებს თუ როგორ შეიძლება აჭარლებივით ყოჩაღობა!
ხშირად დასმული შეკითხვები
სიახლეები

ჩვენი პროექტი საბოლოო ეტაპზეა და მალე სოფელ ფაჩხაში მცხოვრები ბავშვები შეძლებენ საქანელებზე გართობას.
შეკვეთილია სასრიალო-საქანელების კომპლექტი და აიწონადაიწონა.
ასევე მოიხატება იმ აღნიშნულ სივრცეში არსებული კედელი საბავშვო აურის შესაქმნელად.
#2ლარი2პრობლემა

ჩვენს შესახებ დეტალური ინფორმაციებისა და კამპანიის წარმოების პროცესების სანახავად გამოგვყევით Facebook გვერდზე
https://www.facebook.com/2gel2problem/about/?ref=page_internal
2 ლარი 2 პრობლემის მოსაგვარებლად
#2ლარი2პრობლემა
მხარდამჭერები




















































































































































































































































დატოვე კომენტარი