1 ლარი – 1 წიგნი
კამპანიის შინაარსი
გახდი მოგზაური წიგნების მხარდამჭერი!
გიყვართ წიგნები? ეძებთ თუ არა გზას, რომ გააკეთოთ რაიმე პოზიტიური თქვენი საზოგადოებისთვის – განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდებში? სამოქმედო წიგნების კლუბი თქვენთვისაა! ჩვენ გვჯერა, რომ წიგნებმა შეიძლება მოგანიჭონ შთაგონება, რომ სამყარო უკეთესი გახადოთ – დაწყებული თქვენივე მეზობლებიდან!
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ წიგნიერებას დიდი ადგილი უჭირავს თითოეული პირის განვითარებასა და საკუთარი მე-ს ძიებაში, რომელსაც თან სდევს ინდივიდთა განათლებისა და სოციალური ჩართულობის ზრდა. აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობით ევროპის არა ერთი ქვეყანა და ქალაქია გატაცებული. მათივე გამოცდილებით მსოფლიოში 100 000 + პატარა უფასო ბიბლიოთეკებია, რომლებშიც 100 + ქვეყანაა ჩართული და წლიურად 48 მილიონი წიგნი ზიარდება.
საქართველოში კი, ახალგაზრდა პირები მრავლად არიან გატაცებულნი წიგნების კითხვით. მათ შორის აღსანიშნავია, ქვემო ქართლის რეგიონში მაცხოვრებელი სკოლის ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც მოკლებულნი არიან არაფორმალური განათლების შესაძლებლობას. არსებული რეგიონის სოფლებში არ არის წიგნების მაღაზია, სკოლის ბიბლიოთეკები ღარიბია, პროექტებში და აქტივოვბებში ჩართულობა ნაკლებია. ეს საკითხი განსაკუთრებით ეხება იმ მოზარდებსა და ბავშვებს, რომელთაც სურთ საკუთარი ცოდნის გამრავალფეროვნება და ასევე ამ პროექტის მიზანია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მქონე პირთათვის პოზიტიური მხარდაჭერა.
ჩვენი მისიაა ვიყოთ ძალა, უფრო მეტად დაინტერესებული საზოგადოების შექმნის, მკითხველების შთაგონებისა და წიგნების ხელმისაწვდომობის გაფართოებისთვის ყველასთვის, მოხალისეების ხელმძღვანელობით, პატარა უფასო ბიბლიოთეკების მეშვეობით, რომელიც ზრდის ხელმისაწვდომობას, კოლაბორაციას, თანასწორობასა და რაც მთავარია პასუხისმგებლობას. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წიგნზე დატოვებული მონაცემებით მოხალისეთა 72% შეხვდა საკუთარ მეგობრებს, მეზობლებსა და ახლობლებს, რაც კიდევ უფრო წამახალისებელს ხდის არსებულ ჩართულობას.
მართალია დღესდღეობით წიგნიერების მზარდი კრიზისის წინაშე ვდგავართ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ დღეს შეერთებულ შტატებში 30 მილიონზე მეტი მოზრდილი ადამიანი ვერ კითხულობს ან წერს მესამე კლასის დონეზე. გამოკვლევებმა არაერთხელ აჩვენა, რომ წიგნები ბავშვების ხელში არსებითად აისახება წიგნიერების გაუმჯობესებაზე. რაც უფრო მეტი წიგნი იქნება სახლში ან მის მახლობლად, მით უფრო მეტი ალბათობა ექნება ბავშვს სწავლობდეს და უყვარდეს წიგნები. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ სიღარიბეში მყოფი სამი ბავშვიდან ორს წიგნი არ აქვს.
სწორედ ამიტომ, პატარა უფასო ბიბლიოთეკის წიგნების გაზიარების ყუთები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წიგნებზე 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით (და კითხვის სიყვარულის წახალისებით) იმ ადგილებში, სადაც წიგნები მწირია. პატარა უფასო ბიბლიოთეკით ვცდილობთ შევავსოთ წიგნების უდაბნოები და გავუწიოთ დახმარება საზოგადოებას პატარა უფასო ბიბლიოთეკის წიგნების გაცვლის საშუალებით. ჩვენი ხედვაა პატარა უფასო ბიბლიოთეკა ყველა საზოგადოებაში და წიგნი ყველა მკითხველისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლებამოსილება, წასაკითხად შესაბამისი წიგნი აღმოაჩინოს, რომელიც არ შემოიფარგლება დროით, სივრცით ან პრივილეგიით.
სიახლეები
მხარდამჭერები












დატოვე კომენტარი