ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    როგორ გამოვაგზავნო იდეა?

    ორბელიანი მეტი როგორც უკვე იცით პირველი სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმაა საქართველოში, რომელიც აძლიერებს სოციალურ პროექტებს და სოციალურ საწარმოებს თავიანთი მიზნების მისაღწევად და ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას ინდივიდებსა და ორგანიზაციებში. ამიტომ, თუ გაქვთ სოციალური ინიციატივა და გჭირდებათ მხარდაჭერა მის განსახორციელებლად, მაშინ შემოიტანეთ იდეა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე. გაეცანით ეტაპებს თუ როგორ ხდება იდეის გამოგზავნა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე.   დააჭორე ღილაკს ხელი – “პროექტის დაწყება”     ვებ-გვერდზე ვიზიტის შემდეგ, თუ  არ გაქვთ შექმნილი პროფილი პლატფორმაზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, რომლისთვისაც დაგჭირდებათ თქვენი მეილი. პროფილის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ხელი დააჭიროთ ავტორიზაციის ღილაკს, სადაც მიუთითებთ თქვენს მეილს და პაროლს. სისტემაში შესვლის შემდეგ, უკვე შეძლებთ ხელი დააჭიროთ “პროექტის დაწყების” ღილაკს თქვენი ინიციატივის გამოსაგზავნად.     დაამატეთ კამპანიის დეტალები   შემდეგ ეტაპზე, კი იწყებთ თქვენი ინიციატივის დეტალების დამატებას. ჩაწერეთ თქვენი იდეის სათაური და მიუთითეთ კატეგორია, თუ რა სფეროს მოიცავს ის.         შეავსეთ მითითებული ველები   შეავსეთ მითითებული ველები, მიუთითეთ პროექტის აღწერა, სამიზნე თანხა, ლოკაცია თუ სად განხორციელდება თქვენი პროექტი და ასევე თარიღები, თუ კონკრეტულად რა დროის მონაკვეთში გაგრძელდება თქვენი Crowdfunding კამპანია. სურვილის და არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ფოტო და ვიდეო მასალა. რაც შეეხება საჩუქრის ველს, ეს ველიც ნებაყოფლობითია. თუ გაქვთ სურვილი რომ თქვენს დონორებს გაუგზავნოთ დონაციის სანაცვლო საჩუქრები შეგიძლიათ მიუთითოთ აღნიშნულ ველში.

  • Placeholder image

    გზამკვლევი ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებისთვის

     USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა გზამკვლევი “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”. გზამკვლევი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს, ასევე საინიციატივო ჯგუფებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში რესურსების მობილიზების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა: თანხების მოძიება ინდივიდუალური ქველმოქმედებისგან, კერძო კომპანიებისგან, მოსახლეობისგან, ფონდებისგან, ასევე  ეკონომიკური აქტივობების და სხვა ინსტრუმენტების დახმარებით. გზამკვლევი მოგვითხრობს სხვადასხვა წარმატებულ მაგალითზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონტექსტში. გზამკვლევში ასევე მიმოხილულია თანხების მოძიების მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტები. გზამკვლევი იხილეთ ბმულზე – “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    orbelianimeti.ge საქართველოში სახალხო დაფინანსების პირველი პლატფორმაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური პროექტების განხორციელებას, დაეხმაროს და მიცეს მოტივაცია ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და სურვილი განახორციელონ საინტერესო პროექტები და შეცვალონ ან უკეთესი გახადონ თავიანთი ქალაქი თუ რეგიონი. ასევე, დაინერგოს Crowdfunding-ის კულტურა საქართველოში. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა. ორბელიანი მეტის პლატფორმაზე „იდეების კონკურსი“ მიმდინარეობს , რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გააგზავნოს საკუთარი ინიციატივა, რომელიც კონკრეტულითემის თუ საზოგადოების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.   „იდეების კონკურსი“ 2020 წლიდან USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და ცდილობს დაეხმაროს ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სოციალურ მეწარმეებსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად თანადაფინანსების პრინციპით.   იდეის ავტორებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მოაგროვონ პროექტისთვის სასურველი თანხის 30%, ხოლო 70% „ორბელიანი მეტის” დონორი ორგანიზაციის მიერ იფარება. ისინი პლატფორმაზე 2 თვის განმავლობაში შეძლებენ აწარმოონ ქრაუდფანდინგ კამპანია და საკუთარი ინიციატივა უცხო ადამიანების დახმარებით რეალობად აქციონ.

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა
GEO

ჩემი ოცნების ლაბორატორია

Matchfunded by USAID 1,400 $

1/1

კამპანიის შინაარსი

მე  ვმუშაობ  ხულოს  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ფუშრუკაულის  საჯარო  სკოლაში  ქიმია - ბიოლოგიის  მასწავლებლად.  ჩემი მოსწავლეები   ყოველწლიურად  დიდი  მონდომებითა  და წარმატებით  აბარებენ  გამოცდებს  სხვადასხვა უმაღლეს  სასწავლებლებში,  მაგრამ სწავლის დროს  აწყდებიან  წინააღმდეგობას,  ვინაიდან  არასდროს  ჩაგვიტარებია  ქიმიური  რეაქციები   ლაბორატორიაში,  მხოლოდ   თეორიულად  ვსაუბრობთ.  არც  იმის  ფუფუნება  მქონია  რომ  მოსწავლეებისათვის  ბიოლოგიის  გაკვეთილზე   მეჩვენებინა    ადამიანის ორგანოები -  ადამიანის ტორსის  საშუალებით. გვსურს  თქვენი  დახმარებითა  და  მხარდაჭერით    სკოლაში  შევქმნათ  ჩვენი  ოცნების  ლაბორატორია,  რომელიც   ხელს  შეუწყობს   STEM  საგნების (ქიმია,  ბიოლოგია,  ფიზიკას)  სწავლების  პროცესის  საინტერესოდ  წარმართვას. ჩვენი  პროექტის  მიზანია  მოსწავლეებში  კვლევითი  უნარ - ჩვევების  განვითარება,  რასაც  ხელს  შეუწყობს საბუნებისმეტყველო   ლაბორატორიის  არსებობა,  რომელიც  აღჭურვილი  იქნება  ქიმიური  რეაქციებისათვის  საჭირო   რესურსებით. ჩვენი  პროექტის   მხარდაჭერით   თქვენ  ბევრი   ახალგაზრდის   მომავალს  შეცვლით.

32 მხარდამჭერი

ევგენი სურმანიძე

90.0 
June 08, 2023

მარი ბოლქვაძე ZOOMგანათლებაზე

50.0 
June 08, 2023

.მინდია სურმანიძე

100.0 
June 07, 2023

ლიკა ჯაიანი

100.0 
June 05, 2023

ბეჟან სურმანიძე

100.0 
June 05, 2023

თეონა სურმანიძე

50.0 
June 05, 2023

თამრიკო ბერიძე

50.0 
June 04, 2023

ზეინაბი ბერიძე

50.0 
June 04, 2023

გია ბერიძე

50.0 
June 04, 2023

მზია სურმანიძე

50.0 
June 04, 2023

სურიე სურმანიძე

20.0 
June 03, 2023

ქეთევან ბერიძე

10.0 
June 01, 2023

ნიკა სურმანიძე

100.0 
May 31, 2023

ხვიჩა სურმანიძე

100.0 
May 31, 2023

ლელა ტარიელაძე

20.0 
May 31, 2023

ანონიმური

20.0 
May 31, 2023

ლიანა დუმბაძე

10.0 
May 25, 2023

ჯემალი სურმანიძე

50.0 
May 17, 2023

მირზა შაინიძე

10.0 
May 13, 2023

beglar shainidze

10.0 
May 13, 2023

ნინო ქამადაძე

30.0 
May 06, 2023

მინდია სურმანიძე

10.0 
May 01, 2023

შოთა სურმანიძე

50.0 
May 01, 2023

ანონიმური

150.0 
April 30, 2023

გოჩა სურმანიძე

50.0 
April 27, 2023

ბეჟან სურმანიძე

40.0 
April 23, 2023

ანონიმური

100.0 
April 21, 2023

მუხრანის საინიციატივო ჯგუფი

20.0 
April 17, 2023

ანონიმური

20.0 
April 12, 2023

ანონიმური

10.0 
April 12, 2023

სოსლან სურმანიძე

5.0 
April 11, 2023

ნინო შუკაკიძე

5.0 
April 10, 2023

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია