ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    როგორ გამოვაგზავნო იდეა?

    ორბელიანი მეტი როგორც უკვე იცით პირველი სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმაა საქართველოში, რომელიც აძლიერებს სოციალურ პროექტებს და სოციალურ საწარმოებს თავიანთი მიზნების მისაღწევად და ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას ინდივიდებსა და ორგანიზაციებში. ამიტომ, თუ გაქვთ სოციალური ინიციატივა და გჭირდებათ მხარდაჭერა მის განსახორციელებლად, მაშინ შემოიტანეთ იდეა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე. გაეცანით ეტაპებს თუ როგორ ხდება იდეის გამოგზავნა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე.   დააჭორე ღილაკს ხელი – “პროექტის დაწყება”     ვებ-გვერდზე ვიზიტის შემდეგ, თუ  არ გაქვთ შექმნილი პროფილი პლატფორმაზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, რომლისთვისაც დაგჭირდებათ თქვენი მეილი. პროფილის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ხელი დააჭიროთ ავტორიზაციის ღილაკს, სადაც მიუთითებთ თქვენს მეილს და პაროლს. სისტემაში შესვლის შემდეგ, უკვე შეძლებთ ხელი დააჭიროთ “პროექტის დაწყების” ღილაკს თქვენი ინიციატივის გამოსაგზავნად.     დაამატეთ კამპანიის დეტალები   შემდეგ ეტაპზე, კი იწყებთ თქვენი ინიციატივის დეტალების დამატებას. ჩაწერეთ თქვენი იდეის სათაური და მიუთითეთ კატეგორია, თუ რა სფეროს მოიცავს ის.         შეავსეთ მითითებული ველები   შეავსეთ მითითებული ველები, მიუთითეთ პროექტის აღწერა, სამიზნე თანხა, ლოკაცია თუ სად განხორციელდება თქვენი პროექტი და ასევე თარიღები, თუ კონკრეტულად რა დროის მონაკვეთში გაგრძელდება თქვენი Crowdfunding კამპანია. სურვილის და არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ფოტო და ვიდეო მასალა. რაც შეეხება საჩუქრის ველს, ეს ველიც ნებაყოფლობითია. თუ გაქვთ სურვილი რომ თქვენს დონორებს გაუგზავნოთ დონაციის სანაცვლო საჩუქრები შეგიძლიათ მიუთითოთ აღნიშნულ ველში.

  • Placeholder image

    გზამკვლევი ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებისთვის

     USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა გზამკვლევი “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”. გზამკვლევი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს, ასევე საინიციატივო ჯგუფებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში რესურსების მობილიზების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა: თანხების მოძიება ინდივიდუალური ქველმოქმედებისგან, კერძო კომპანიებისგან, მოსახლეობისგან, ფონდებისგან, ასევე  ეკონომიკური აქტივობების და სხვა ინსტრუმენტების დახმარებით. გზამკვლევი მოგვითხრობს სხვადასხვა წარმატებულ მაგალითზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონტექსტში. გზამკვლევში ასევე მიმოხილულია თანხების მოძიების მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტები. გზამკვლევი იხილეთ ბმულზე – “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    dev.orbelianimeti.ge საქართველოში სახალხო დაფინანსების პირველი პლატფორმაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური პროექტების განხორციელებას, დაეხმაროს და მიცეს მოტივაცია ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და სურვილი განახორციელონ საინტერესო პროექტები და შეცვალონ ან უკეთესი გახადონ თავიანთი ქალაქი თუ რეგიონი. ასევე, დაინერგოს Crowdfunding-ის კულტურა საქართველოში. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა. ორბელიანი მეტის პლატფორმაზე „იდეების კონკურსი“ მიმდინარეობს , რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გააგზავნოს საკუთარი ინიციატივა, რომელიც კონკრეტულითემის თუ საზოგადოების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.   „იდეების კონკურსი“ 2020 წლიდან USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და ცდილობს დაეხმაროს ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სოციალურ მეწარმეებსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად თანადაფინანსების პრინციპით.   იდეის ავტორებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მოაგროვონ პროექტისთვის სასურველი თანხის 30%, ხოლო 70% „ორბელიანი მეტის” დონორი ორგანიზაციის მიერ იფარება. ისინი პლატფორმაზე 2 თვის განმავლობაში შეძლებენ აწარმოონ ქრაუდფანდინგ კამპანია და საკუთარი ინიციატივა უცხო ადამიანების დახმარებით რეალობად აქციონ.

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა

იმისთვის, რომ უკეთ თქვა და გამოხატო

კამპანიის შინაარსი

თქვენც ქაღალდის ნაწარმის ფანატიკოსთა რიცხვს მიეკუთვნებით? მაშინ სწორ ადგილას, უფრო სწორად კი, ინტერნეტის სწორ ფანჯარაში აღმოჩნდით. ორი წუთი დაგვითმეთ და გაეცანით იმ ჯადოსნურ პროდუქტებს, რომლებიც თქვენს გულს აუცილებლად მოიგებენ.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც საათობით ათვალიერებენ საკანცელარიო ნივთებით სავსე თაროებს და უარს ვერ ამბობენ ახალი მეგობრის სახლში წაყვანაზე (spoiler alert: მეც ესეთი ადამიანი ვარ). გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ამ ადამიანებისთვის შეიქმნას სრულიად ორიგინალური დიზაინისა და დანიშნულების ნივთები. საწყის ეტაპზე დამზადდება ავთენტური დიზაინის სტიკერები, მისალოცი ბარათები და დღიურები, რომლებიც მორგებული იქნება მომხმარებელთა ფართო წრის გემოვნებასა და სურვილებზე. სტანდარტულ დღიურებთან ერთად, შემოგთავაზებთ ე.წ. „დღიურს თვითგამორკვევისათვის“, რათა გადაიჭრას საყოველთაო პრობლემა, „რა დავწერო დღიურში?!“. თუ თქვენც გაქვთ ნახევრად შევსებული დღიურების დასტა და უარს მაინც ვერ ამბობთ ახალ თანამგზავრებზე, მაშინ ეს პროდუქტი ნამდვილად დაგაინტერესებთ. ჩვენს „საფიქრალას“ თან მოჰყვება რამდენიმე ათეული შეკითხვა და სასაუბრო თემა, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ თქვენი ფიქრების, მოგონებებისა და განცდების სახალისო გზით ფურცელზე გადატანასა და სამუდამოდ შენახვას. ეს დღიური დაგაფიქრებთ იმაზე, თუ რას გააკეთებდით უსაზღვრო შესაძლებლობები რომ გქონდეთ, რომელ სიტყვას დაამატებდით ქართულ ენას, რომელ მომენტს გაიმეორებდით თქვენი ცხოვრებიდან ან როგორია თქვენი ოცნების სახლი? თუ ამ დღიურის ყიდვის შემდგომ კიდევ მოგინდებათ ახალი დღიურების შეძენა და ნახევრად გავსება, არავინ დაგძრახავთ, ესეც გავითვალისწინეთ და სტანდარტულ, თუმცა განსხვავებული დიზაინის დღიურებსაც შემოგთავაზებთ. ალბათ, თქვენც გჭირდებათ მოტივაცია საყვარელი საქმის დასაწყებად ან უბრალოდ გსურთ სხვებისგანაც გაიგოთ, რომ ხანდახან ფილმების ყურება და საყვარელი ტკბილეულის მირთმევა, სრულიად ნორმალურია, მაშინ თქვენ ძალიან მოგეწონებათ ჩვენი სტიკერები და მისალოცი ბარათები. თქვენი საყვარელი ფილმებისა და სერიალების გამოსახულებებით შეძლებთ დღიურებისა თუ ლეპტოპების გაფორმებას. ხოლო, ქართულ და ინგლისურ ენაზე შექმნილი მისალოცი ბარათები კი დაგეხმარებათ თქვენი საყვარელი ადამიანების გახარებაში. ამ პროდუქციას, მე, სალომე ოკრიბელაშვილი ვქმნი, ჩემი ოჯახის წევრების დახმარებით. გადავწყვიტე, რომ პროფესიულ კარიერასთან ერთად, უარი არ ვთქვა ჩემს ჰობზე. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ხატვა და გემოვნებიანი ნივთების შექმნა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ინტერესები გავაერთიანო და მომხმარებლის ამპლუაში დაგროვებული ცოდნა და შეხედულებები გამოვიყენო ქაღალდის ნაწარმის მოყვარულებისათვის საინტერესო და ინოვაციური კუთხის შესაქმნელად.

თქვენი მხარდაჭერით დამეხმარებით  ოცნების რეალობად ქცევასა და იდეის წარმატებით განხორციელებაში. თქვენს დღიურების დასტას კი, ჩვენი სახელით ბოდიში მოუხადეთ და ჩაანაცვლეთ ისეთი კოლეგით, რომელიც ფიქრში დაგეხმარებათ და მოგონებებს შეგინახავთ.

22 მხარდამჭერი

ელენე ოკრიბელაშვილი

10.0 
March 28, 2021

ანონიმური

60.0 
March 28, 2021

ანონიმური

30.0 
March 25, 2021

მარიამ ბარამიძე

50.0 
March 25, 2021

მარიამ მაისურაძე

80.0 
March 23, 2021

გვანცა თათოშვილი

20.0 
March 23, 2021

ანონიმური

25.0 
March 20, 2021

ანონიმური

25.0 
March 20, 2021

ანონიმური

15.0 
March 19, 2021

შორენა მარაქველიძე

50.0 
March 19, 2021

Xatuna Qiria

50.0 
March 18, 2021

Davit Tkeshelashvili

50.0 
March 17, 2021

მარიამ გელაშვილი

15.0 
March 15, 2021

ანონიმური

25.0 
March 15, 2021

სალომე კაპანაძე

20.0 
March 13, 2021

ანა ჩაჩანიძე

30.0 
March 13, 2021

ანონიმური

20.0 
March 13, 2021

ანონიმური

115.0 
March 11, 2021

ანონიმური

50.0 
March 04, 2021

მარიამ ტყეშელაშვილი

100.0 
March 04, 2021

ანონიმური

15.0 
March 03, 2021

ანა ხარაიშვილი

20.0 
March 02, 2021

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია

15

გაცემული კონტრიბუცია

მიიღებთ ორ მისალოც ბარათსა და სტიკერების ნაკრებს.

3 უნიკალური მხარდამჭერი

30

გაცემული კონტრიბუცია

მიიღებთ სტანდარტულ ბლოკნოტს (A5 ზომის), ერთ მისალოც ბარათსა და სტიკერების ნაკრებს.

2 უნიკალური მხარდამჭერი

50

გაცემული კონტრიბუცია

მიიღებთ ე.წ. „დღიურს თვითგამორკვევისათვის“ და ორ მისალოც ბარათს.

5 უნიკალური მხარდამჭერი