ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    როგორ გამოვაგზავნო იდეა?

    ორბელიანი მეტი როგორც უკვე იცით პირველი სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმაა საქართველოში, რომელიც აძლიერებს სოციალურ პროექტებს და სოციალურ საწარმოებს თავიანთი მიზნების მისაღწევად და ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას ინდივიდებსა და ორგანიზაციებში. ამიტომ, თუ გაქვთ სოციალური ინიციატივა და გჭირდებათ მხარდაჭერა მის განსახორციელებლად, მაშინ შემოიტანეთ იდეა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე. გაეცანით ეტაპებს თუ როგორ ხდება იდეის გამოგზავნა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე.   დააჭორე ღილაკს ხელი – “პროექტის დაწყება”     ვებ-გვერდზე ვიზიტის შემდეგ, თუ  არ გაქვთ შექმნილი პროფილი პლატფორმაზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, რომლისთვისაც დაგჭირდებათ თქვენი მეილი. პროფილის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ხელი დააჭიროთ ავტორიზაციის ღილაკს, სადაც მიუთითებთ თქვენს მეილს და პაროლს. სისტემაში შესვლის შემდეგ, უკვე შეძლებთ ხელი დააჭიროთ “პროექტის დაწყების” ღილაკს თქვენი ინიციატივის გამოსაგზავნად.     დაამატეთ კამპანიის დეტალები   შემდეგ ეტაპზე, კი იწყებთ თქვენი ინიციატივის დეტალების დამატებას. ჩაწერეთ თქვენი იდეის სათაური და მიუთითეთ კატეგორია, თუ რა სფეროს მოიცავს ის.         შეავსეთ მითითებული ველები   შეავსეთ მითითებული ველები, მიუთითეთ პროექტის აღწერა, სამიზნე თანხა, ლოკაცია თუ სად განხორციელდება თქვენი პროექტი და ასევე თარიღები, თუ კონკრეტულად რა დროის მონაკვეთში გაგრძელდება თქვენი Crowdfunding კამპანია. სურვილის და არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ფოტო და ვიდეო მასალა. რაც შეეხება საჩუქრის ველს, ეს ველიც ნებაყოფლობითია. თუ გაქვთ სურვილი რომ თქვენს დონორებს გაუგზავნოთ დონაციის სანაცვლო საჩუქრები შეგიძლიათ მიუთითოთ აღნიშნულ ველში.

  • Placeholder image

    გზამკვლევი ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებისთვის

     USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა გზამკვლევი “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”. გზამკვლევი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს, ასევე საინიციატივო ჯგუფებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში რესურსების მობილიზების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა: თანხების მოძიება ინდივიდუალური ქველმოქმედებისგან, კერძო კომპანიებისგან, მოსახლეობისგან, ფონდებისგან, ასევე  ეკონომიკური აქტივობების და სხვა ინსტრუმენტების დახმარებით. გზამკვლევი მოგვითხრობს სხვადასხვა წარმატებულ მაგალითზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონტექსტში. გზამკვლევში ასევე მიმოხილულია თანხების მოძიების მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტები. გზამკვლევი იხილეთ ბმულზე – “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    dev.orbelianimeti.ge საქართველოში სახალხო დაფინანსების პირველი პლატფორმაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური პროექტების განხორციელებას, დაეხმაროს და მიცეს მოტივაცია ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და სურვილი განახორციელონ საინტერესო პროექტები და შეცვალონ ან უკეთესი გახადონ თავიანთი ქალაქი თუ რეგიონი. ასევე, დაინერგოს Crowdfunding-ის კულტურა საქართველოში. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა. ორბელიანი მეტის პლატფორმაზე „იდეების კონკურსი“ მიმდინარეობს , რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გააგზავნოს საკუთარი ინიციატივა, რომელიც კონკრეტულითემის თუ საზოგადოების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.   „იდეების კონკურსი“ 2020 წლიდან USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და ცდილობს დაეხმაროს ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სოციალურ მეწარმეებსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად თანადაფინანსების პრინციპით.   იდეის ავტორებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მოაგროვონ პროექტისთვის სასურველი თანხის 30%, ხოლო 70% „ორბელიანი მეტის” დონორი ორგანიზაციის მიერ იფარება. ისინი პლატფორმაზე 2 თვის განმავლობაში შეძლებენ აწარმოონ ქრაუდფანდინგ კამპანია და საკუთარი ინიციატივა უცხო ადამიანების დახმარებით რეალობად აქციონ.

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა

ვირტუალური GLOW ბანაკი

კამპანიის შინაარსი

ვირტუალური ბანაკი COVID 19-ის პირობებში!

  GLOW საქართველო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2014 წელს ჩამოყალიბდა.
ორგანიზაცის ხედვაა ხელი შეუწყოს გოგონებს თავიანთ თემში ლიდერებად ჩამოყალიბებას და მათთვის წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას, რათა მათ საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად, შეძლონ მუშაობა ქვეყნის მასშტაბით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
მეტი იხილეთ აქ: http://www.glowgeorgia.org/ GLOW-ს ერთ-ერთი პოპულარული აქტივობა ზაფხულის ბანაკებია, რომელიც ყოველწლიურად იმართება ქალაქიდან მოშორებით, სადაც 100-მე ახალგაზრდა გოგონა ერთი კვირის განმავლობაში იღებს ცოდნას და უნარჩვევებს სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით: ლიდერობა, სოლიდარობა, თანატოლებზე ზრუნვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, პროექტების წერა და იმპლემენტაცია, და ა.შ. მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: http://ge.glowgeorgia.org/4306431443174323-430543044316430443134312.html არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც COVID-19ის ეპიდემიას და მასთან დაკავშირებულ აკრძალვებს უკავშირდება, წელს ბანაკი ჩვეულ ფორმატში არ ჩატარდება, რაც ათასობით გოგონას უკარგავს ჩანსს შემოიტანონ განცხადება და იქნან არჩეულები ბანაკის მონაწილეებად. შესაბამისად, გამოვძებნეთ ფორმატი, რომელიც ამ ვითარებაში გოგონებს საქრთველოს სხვადასხვა კუთხიდან მისცემს საშუალებას ონლაინ-ფორმატში ჩაერთონ აქტივობებში. https://www.youtube.com/watch?v=euhLPqY_yyU ონლაინ-ბანაკის კონცეპცია: 5 დღიანი ვირტუალური ბანაკი საშუალებას მისცემს ერთ ჯერზე 100-მდე გოგონას ჩაერთოს ვებინართა ციკლში, რომელიც დღის განმავლობაში, 2 საათის მანძილზე შესთავაზებს იმ აქტუალური თემების დაფარვას, რაც ბანაკის დროს ჩეულებრივ ისწავლებოდა, თუმცა ონლაინ-ფორმატიდან და მისი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ვებინარი უფრო მოკლედ, თუმცა მეტი აქცენტირებით შესთავაზებს გოგონებს  საკითხებზე მსჯელობას.
აქტუალური საკითხები, რომლებსაც პროგრამა დაფარავს, იქნება: ლიდერობა და სამოქალაქო აქტივობა,  ცხოვრების ჯანსაღი წესი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, კონფლიქტის გადაჭრა, ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა, პროექტის შექმნა და იმპლემენტაცია, მოხალისეობა.
გოგონებს ყოველი ვებინარის ბოლოს მიეცემათ სახალისო დავალება, რომელსაც ისინი შეასრულებენ, ფოტოზე აღბეჭდავენ და გამოაგზავნიან, მაგ. ივარჯიშონ დილით ადრე, შეაგროვონ ნაგავი და გადაყარონ... ფაქტობრივად, დავალებები მოიცავს იმ ფიზიკურ აქტივობებს, რომლებსაც ბანაკის დროს ხალისით აკეთებდნენ. ვებინარების ციკლის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ ონლაინ-სერტიფიკატები. ვებინარებს ორგანიზებას გაუკეთებენ და წაიყვანენ ორგანიზაციის სტაჟიორები, ბანაკის ყოფილი ლიდერები.   https://www.youtube.com/watch?v=hJWS0H8Xoq4

23 მხარდამჭერი

გიორგი ბაქაქური

10.0 
July 30, 2020

Anna Gagua

15.0 
July 29, 2020

ეკატერინე გახოკიძე

50.0 
July 29, 2020

Elene Gachechiladze

5.0 
July 27, 2020

მარიშა ზათიაშვილი

35.0 
July 14, 2020

ანონიმური

35.0 
July 14, 2020

Nini Metreveli

20.0 
July 14, 2020

Eka Cherkezishvili

10.0 
July 11, 2020

ანონიმური

25.0 
July 09, 2020

ანონიმური

10.0 
July 09, 2020

Lacia Sommars

30.0 
July 08, 2020

Lili Papelishvili

20.0 
July 07, 2020

მარიამ კუჭუხიძე

30.0 
July 03, 2020

მარიამ კუჭუხიძე

15.0 
July 02, 2020

მარიამ კუჭუხიძე

20.0 
July 02, 2020

მარიამ კუჭუხიძე

30.0 
July 01, 2020

ანონიმური

50.0 
June 30, 2020

თამარი

50.0 
June 25, 2020

Eka Cherkezishvili

40.0 
June 20, 2020

Eka Cherkezishvili

10.0 
June 20, 2020

Sofia Kamushadze

100.0 
June 20, 2020

ანონიმური

5.0 
June 18, 2020

Natia R

1.0 
June 15, 2020

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია